გიორგი მალანია, ოპერატიულად, ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა ალექსანდრე გაბაშვილს და ამით უზრუნველყო გიგა ავალიანის მოკვლა!
ადრე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ლაშა ცუცქირიძე სულ რომ შვილი ყოფილიყო მერაბ მალანიასი, მალანია მას მაინც არ აიყვანდა ადვოკატად, რომ არა 2 რამ.
პირველს არ ვიტყვი, მერაბ მალანიას თამაშს არ ვითამაშებ;
მეორეს ვიტყვი მხოლოდ:
მერაბ მალანიამ ცუცქირიძისნაირი წესიერი ბიჭი აირჩია, თორემ გიორგი ლეკიშვილებისნაირ თაღლითებს ეგ თავის ჭკუაზე ვერ ატარებდა.
მაგრამ ცოტა შენც დაუკვირდი ხოლმე, ლაშა ცუცქირიძევ, შენს ნათქვამ სიტყვაზე მაინც შენ უნდა აგო პასუხი და არა მერაბ მალანიამ.
შენ ანგარიშვალდებული ხარ არა მარტო მერაბ მალანიასთან, არამედ სასამართლოსთან, ჩემთან და შენ წარმოიდგინე ხალხთანაც კი, რომელიც მართალია მერაბ მალანიასთვის ბრბოა, მაგრამ ვიცი, რომ შენთვის საზოგადოებაა და მალანიას საამებლად ამ ხალხს რომ ატყუებ აღარ გენდობა ის, ვისთვისაც შენი სიტყვა ფასობდა.
ისე, ნეტა გენახა როგორ გამოგხედა მერაბ მალანიამ, თავი რომ მოიწონე საქმე ზეპირად ვიციო, მერე ისიც ვერ იპოვე, სად ეწერა და გამომძიებელს უთხარი, აი ხომ ხედავთ ზუსტად შეიძლება მეც არ მახსოვდესო.
იცი, შენი ტოლა უდანაშაულო ბიჭი მოკლეს მხეცურად.
საუბრისას ისე უხერხულად აცმაცუნებ ტუჩებს, გეტყობა, რომ გიჭირს ტყუილების თქმა, ჰოდა ამ დროს სიჩუმე უფრო კარგად საუბრობს, ყმაწვილო.
გაჩუმდი, რადგან იქნებ კი გიღირს მკვლელის დაცვაში აღებული გროშები და მაგ გროშებს ზიზღით ნუ შეაზავებ.
შესაძლოა მე რამე ვთქვა დამახინჯებულად, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მე მეპატიება და თქვენ, მკვლელების მხარეს, არა.
საქმე იმაშია, რომ მე არც იურისტი ვარ და თან:
ჩვენ ვადგენთ სიმართლეს,
თქვენ იცით სიმართლე!
ოხ, ეს ოქტომბერი მანადგურებს და ვერ ვახერხებ თქვენზე წერა/საუბარს, მაგრამ ბოლო გამოსვლისას ტელეეკრანებთან ტყუილებით კეკლუცობაზე ერთი-ორი სიტყვით მაინც უნდა ვთქვა.
მალანია/ცუცქირიძემ ბოლო სასამართლოს შემდეგ, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ყველა წინადადება თქვა ტყუილი!
სასამართლო პროცესები დახურულია, ამიტომ პროცესის დეტალებს ღრმად ვერ განვიხილავ.
მათი ტყუილის საპირწონედ მე ჩემს სიმართლეს გავამყარებ საქმის მასალებიდან ამოღებული ფრაგმენტებით.
(სურათებს დავნომრავ, რომ მარტივად ნახოთ თქვენც.)
1) მათ თქვეს:
არ ფიქსირდება გიორგი მალანიასგან შემავალი ზარი ალექსანდრე გაბაშვილთან.
ფოტო 1-ით დგინდება:
გიორგი მალანიას სურს ზარის განხორციელება, მაგრამ არ აქვს ანგარიში (ან ვერ იმეტებს).
2) მათ თქვეს:
გიორგი მალანიას არ სურდა ალექსანდრე გაბაშვილთან საუბარი და ამიტომ არათუ არ ურეკავდა, უფრო მეტიც, ხშირად არ პასუხობდა ალექსანდე გაბაშვილს.
ფოტო 2-ით დგინდება:
გიორგი მალანია, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ყოველთვის ვერ ახერხებს ალექსანდრე გაბაშვილთან საუბარს და პასუხობს მხოლოდ ხელსაყრელ დროს.
თუმცაღა, გიორგი მალანიას ვედავებით, რომ ის დაეხმარა ალექსანდრე გაბაშვილს ძალადობის განზრახვაში და არა პირიქით.
ასე, რომ ზარების ავტორი თუ ყოველთვის არა, უმეტეს შემთხვევაში იქნებოდა ალექსანდრე გაბაშვილი, რადგან მას სჭირდებოდა დახმარება მალანიასგან და არა პირიქით.
ეს მესიჯები დავასურათე იმიტომ, რომ ესენი არის მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ გაგზავნილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვინაიდან ცხელ კვალზე ვერ დაიჭირეს, “ბიჭები” ამით აჟიტირებულნი არიან და აგრძელებენ ურთიერთობას.
როგორც გიორგი მალანია თავის ჩვენებაში ამბობს, ალექსანდრე გაბაშვილმა მას მეგობრობაც კი შესთავაზა.
3) მათ თქვეს:
გაბაშვილსა და მალანიას შორის არ განხორციელებულა არც ერთი ვიდეო ზარი.
ფოტო 3 ადასტურებს:
ვიდეო ზარი განხორციელდა 29 სექტემბერს.
ეს არის დღე, როცა გიორგი მალანიამ ალექსანდრე გაბაშვილს მიუთითა ჩვენი ცენტრის ადგილმდებარეობა.
4) მათ თქვეს:
ექსპერტმა დაადასტურა, რომ არ ყოფილა არც ერთი ვიდეო ზარი.
სინამდვილეში:
ექსპერტმა გაანალიზა ის ზარები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნიდან ქსეროქსის სახით რამდენიმე ფურცლად წარუდგინა პროკურორმა და თქვა, რომ
აქ არ იშიფრება ეს ზარები არის თუ არა ვიდეოზარი, რადგან ვიდეო ზარის შესაბამისი გრაფა არის ცარიელი.
ამ გრაფაში რომ ეწეროს “Yes”, ეს ნიშნავს, რომ უდავოდ ვიდეო ზარია, მაგრამ ზარი შესაძლოა იყოს ვიდეოზარი, თუმცა შესაბამისი გრაფა იყოს ცარიელი.
ასე, რომ წარმოდგენილი ზარები შესაძლოა იყოს ვიდეოზარი, შესაძლოა არა.
ექსპერტმა ასევე თქვა, რომ შესაძლოა ერთი ზარი ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირდეს რამდენჯერმეც, მაგრამ მაქსიმუმ სამჯერ.
ვინაიდან დაუდასტურებელი ეჭვი/ვარაუდი ბრალდებულის სასარგებლოდ ითვლება, ჩვენც ვიყოთ ლოიალური, მაგრამ საქმეს შევხედოთ გლობალურადაც.
ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილი ალექსანდრე გაბაშვილის ჯამური 482 ზარიდან, რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა ერთიდაიგივე იყოს, ალექსანდრე გაბაშვილმა ვიდეოზარით ისარგებლა მხოლოდ 2-ჯერ.
ერთჯერ ესაუბრა დედას,
ერთჯერ ესაუბრა გიორგი მალანიას.
დასკვნა:
თუკი სხვა ზარი არ არის ვიდეო ზარი, მაშინ ალექსანდრე გაბაშვილი იშვიათი გამონაკლისის გარდა არ იყენებს ხოლმე ვიდეოზარს.
ასე, რომ გიორგი მალანია ამ მკვლელობაში ისეთივე იშვიათ გამონაკლისად მნიშვნელოვანია ალექსანდრე გაბაშვილისთვის, როგორც დედა მის ცხოვრებაში.
თუმცა, ვიმეორებ, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ამ ზარებიდან შესაძლოა ბევრი იყოს ვიდეოზარი, მაგრამ შესაბამისი გრაფა იყოს ცარიელი.
საქმის მასალებიდან დეტალებს სურათებით აღვწერ და რომ არ გადაგღალოთ, მარტო 2 სურათს განვიხილავ კიდევ.
ფოტო 4-ში ჩანს, რომ მკვლელობაში გიორგი მალანიას როლის განსაზღვრისთანავე, 28 სექტემბერსვე, ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას ტელეფონში ჩაიწერა მოფერებითი სახელით “sashka” და წაიშალა 27 იანვარი რომ დაღამდა, 28 იანვრის დასაწყისში, ანუ რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე ჩამოარევდნენ ტელეფონს.
(ტელეფონის ჩამორთმევის დეტალებზე აღარ შეგაწყენთ.)
ფოტო 5 ადასტურებს, რომ ამ მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მეორე დღესვე ჰქონდა გიორგი მალანიას დედას, ვერიკო ქარჩავას, და თუ მან არ იცოდა ამ მკვლელობაში თავისი შვილის როლი, მაშინ ნია იმნაძის, ალექსანდრე გაბაშვილისა და სხვათა მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის, მოგვიანებით “ქალბატონი” ვერიკო ქარჩავაც რომ აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, არ გაგიკვირდეთ.
კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი.
მათ თქვეს:
გამომძიებლებმა ვერ დაასახელეს მტკიცებულება.
შენიშვნა:
გამომძიებლები სასამართლოზე იხილავდნენ არა საქმის შინაარს, არამედ გამოძიების მსვლელობას.
ასე, რომ გამომძიებელი მტკიცებულებას ვერ დაასახელებდა, მტკიცებულებები დევს საქმეში და მის უტყუარობას იკვლევს პროკურორი სასამართლო პროცესზე.
ხოლო კითხვა, რომელიც დაუსვეს გამომძიებელ გიორგი გოგუას, უნდა დაესვათ საქმის ჩამფარცხავ გამომძიებელ ზაზა ნოზაძისთვის, რომლის მოსმენაც სასამართლო პროცესზე რატომღაც არ მოისურვეს! (ზედმეტად საეჭვოდ.)❗
კითხვის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში:
2025 წლის 14 ოქტომბერს უკვე იცოდით გიორგი მალანიას სახელი და გვარი და რატომ მაშინვე არ მიაქციეთ ყურადღება, ვინ ან რამ შეგიშალათ ხელი?
სასამართლოზე გამომძიებელმა უპასუხა, აქ ვუპასუხებ მე:
თავიდან საქმეს იძიებდა გლდანი-ნაძალადევის განყოფილება.
საქმე მკვლელობის განყოფილებას გადაეცა 13 იანვარს და საქმის მთავარი გამომძიებელი გახლდათ ვიქტორ მახარაძე.
ბატონმა ვიქტორ მახარაძემ, საქმის გადაცემიდან რამდენიმე დღეში, 27 იანვარს, უკვე დაკითხა გიორგი მალანია.
ხოლო, გიორგი გოგუა გამოძიებას ხელმძღვანელობს 2026 წლის მგონი აპრილიდან და 2025 წლის 14 ოქტომბერს როგორ მიაქცევდა ყურადღებას?
(უნდა აღვნიშნო, ბატონი გიორგი გოგუა ის პოლიციელია, ქაჯი თამარ ნავროზაშვილი ფეხებს რომ უბაკუნებდა “ნიაკოს” დაჭერისას.)
ასე, რომ მერაბ მალანიას ის აგიჟებს, მკვლელობის განყოფილების გამომძიებლებზე მისმა “ყოფილმა პოლიციელობამ” რომ არ გაჭრა.
გიორგი მალანია, თავის ჩვენებაში, გიგა ავალიანს ახასიათებს, როგორც ძალიან კარგ მასწავლებელს.
გიორგი მალანია, თავდასხმაში დახმარების დროს, იყო მე-10 კლასში.
როცა ადამიანი ამ ასაკში, მისი შეფასებით ძალიან კარგ მასწავლებელზე თავდასხმაში ეხმარება მკვლელს, ამ თავდასხმის შესახებ მეორე დღესვე გებულობს დედა და “ყოფილ პოლიციელ” ქმართან ერთად ფარავს/ფარცხავს დანაშაულს, ხოლო “ყოფილი პოლიციელი ” მამა შვილის დაჭერის შემდეგ ტელეეკრანებთან თვალებს პრაწავს და სასტიკ მკვლელობას ვერ აღიქვამს როგორც დანაშაულს, ამასთან, დედ-მამა შვილს არ მიუთითებს, რომ სინანული გამოთქვას მკვლელისთვის თუნდაც უნებურად მიწოდებულ ინფორმაციაზე, მაშინ
თუ ეს არასრულწლოვანი მაქსიმალური შესაძლო ვადით არ გაარიდეს ასეთ დედ-მამას, ის ზრდასრულობის ასაკში ამოწყვიტავს საკუთარ ცოლ-შვილს.
ბოლოს მაინც ლაშა ცუცქირიძეს უნდა მივმართო
უხერხული რა არის იცი?
რომ ვერ ამბობ უდანაშაულოა და რომ ამბობ დანაშაულს ვერ გვიმტკიცებენო.
ისე, როგორც ვიცი, მოსამართლეები სოციალური ქსელით არ სარგებლობენ და შესაძლოა ჩემს პოსტებს ვერ ნახულობს, მაგრამ ტელევიზორს ხომ უყურებს და ამდენ ტყუილს რომ ლაპარაკობ, არ გრცხვენია მოსამართლის?
მართალია, მოსამართლე განაჩენს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანს და შესაძლოა არც სასამართლო პროცესზე მიგითითოს საზოგადოებაში შენს მიერ გავრცელებულ მცდარ და დამახინჯებულ ინფორმაციაზე, მაგრამ გულში ხომ იფიქრებს, ნეტა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული ჭეშმარიტების აღქმა მაინც თუ შეუძლია ამ ცუცქირიძესო.
ამასაც ვიტყვი დღეს:
დემეტრე კასრაძის და ირაკლი სულაბერიძის პროცესი იყო 2 დღის წინ და ამ საქმის ირგვლივ ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ.
როცა მათ პროცესზე ვიკითხებოდი, როგორც მოწმე, კასრაძის ადვოკატმა მასხრად ამიგდო, რა გამოიძიე შენ ამ საქმეშიო და მაშინ დამავიწყდა ამის თქმა, რადგან ადვოკატები ჭაჭყანებდნენ საქმის მიღმა საუბრობსო, არ მაცლიდნენ რამის თქმას.
აი, რა გამოვიძიე მე:
დემეტრე კასრაძის დედა, ხათუნა ანდღულაძე, არის 130-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და მისი ურთიერთობა არასრულწლოვნებთან, არის საშიში!!!
თქვენ რომ დარწმუნდეთ, დააკვირდით ფოტო 6-ს!
