Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ქართული ოცნების“ რეჟიმი ფორსირებულად ახორციელებს ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას- გრიგოლ გეგელია

October 15, 2026
„ქართული ოცნების“ რეჟიმი ფორსირებულად ახორციელებს ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას- გრიგოლ გეგელია

ამ ფორსირებული კამპანიით „ქართული ოცნების“ რეჟიმი მთელს მსოფლიოს ეუბნება, რომ მისი მიზანი არის ერთპარტიული რუსული კორუმპირებული ჭაობი და დიქტატურა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველოსთან მიმართებით „თემას იანვარში დაუბრუნდებიან“.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რეჟიმი, პირდაპირ, ფორსირებულად ახორციელებს საქართველოს დემოკრატიის საბოლოო მარცვლების მოსპობას და ამ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი, პირდაპირ, ფორსირებულად ახორციელებს საქართველოს დემოკრატიის საბოლოო მარცვლების მოსპობას და ამ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ევროპულ კავშირს და სრულიად ცივილიზებულ სამყაროს ექნება ამაზე ადეკვატური და ბევრად უფრო ხისტი და მკაცრი პასუხი, ვიდრე რომელიმე „ქოცს“ დღეს წარმოუდგენია.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს და დღეს საკუთარი მოქმედებით და მათ შორის, ამ ფორსირებული კამპანიით „ქართული ოცნების“ რეჟიმი მთელს მსოფლიოს ეუბნება, რომ მისი მიზანი არის ერთპარტიული რუსული კორუმპირებული ჭაობი და დიქტატურა. რასაკვირველია, ეს არის საბოლოოდ ჩაცემენტება იმ ანტიევროპული კურსისა საქართველოში, რასაც ეს ხელისუფლება ატარებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოხატულად და ღიად. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი შეფასება და მოქმედება“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესი 21 ოქტომბრიდან იწყება. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება და სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის წინაშე. მისივე ინფორმაციით, ამჟამინდელი მიდგომა ვერც საკმარის ზეწოლას ქმნის ცვლილებისთვის და ვერც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას იძლევა და ამ თემას იანვარში დაუბრუნდებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმები დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
  • შაბათს “ქართულ ოცნების” უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
  • ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge