Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი – ეს იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ “ქართულ ოცნებას“ – გიორგი სიორიძე

October 15, 2026
„ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი – ეს იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ “ქართულ ოცნებას“ – გიორგი სიორიძე

“ქართული ოცნების” მიერ საქართველოში “ძლიერი საქართველო – ლელოს” და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მცდელობა პირველ რიგში ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ იცის, მას დაკარგული აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ის პლატფორმა, რომლიდანაც „ქართულ ოცნებას” ამხელენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული საზოგადოების წინა, რათა “ქართულმა ოცნებამ” გადაიხადოს “უმძიმესი პოლიტიკური ფასი”.

ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ამ ნაბიჯით დღეს ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ მათი ამომრჩევლის – ქართველი ხალხის არჩევანი. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მართული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაწერილი შედეგებითაც კი, საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ მხარი დაუჭირა სწორედ იმ პარტიებს, რომელთა აკრძალვასაც ცდილობს დღეს ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენმა ამომრჩეველმა 2024 წელს მხარი დაუჭირა საქართველოს უკეთეს მომავალს – “ძლიერი საქართველო – ლელო” აირჩია ხალხმა, რომელსაც სურს საქართველოს ევროპული განვითარება, მზარდი დასავლური ინვესტიციები, მეგაპროექტები 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული ცხოვრება. ჩვენ აგვირჩია ხალხმა, რომელსაც არ სურს დაბრუნდეს ბნელ წარსულში – “ქართულ ოცნებას” სწორედ ამ რეალური ალტერნატივის მოსპობა აქვს განზრახული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

პოლიტიკური პარტიები ასახავენ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას. შესაბამისად, პარტია არ წარმოადგენს ხალხისგან განყენებულ სუბიექტს. მისი ამომრჩეველი მისი განუყოფელი ნაწილია. პოლიტიკური პარტიის გაუქმება ნიშნავს არა მხოლოდ პარტიის გაუქმებას, არამედ მისი ამომრჩევლის მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების გაუქმებას.

“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული სარჩელი სრულიად მოკლებულია რაიმე რაციონალურ, სამართლებრივ საფუძველს და წარმოადგენს მცდელობას, რომ საქართველოში მოხდეს ავტოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია.

კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” და სხვა 4 ოპოზიციური პარტიის გაუქმება შექმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც თავისუფლად შეიძლება გავრცელდეს სხვა პარტიებზე. ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ საქართველოში აიკრძალოს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის პირადად ვერ გააკონტროლებს.

რეპრესიული კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაამარტივებს არა მხოლოდ პარტიების, არამედ ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასაც. ვენეციის კომისიის დასკვნამ ეს უკვე დაადასტურა. პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება წარმოუდგენელ დაბრკოლებებს შეუქმნის პოლიტიკური საქმიანობის გზაზე ყველა აქტიურ მოქალაქეს.

თუ ეს შედეგი დადგა, ჩვენთვის, კოალიციისთვის “ძლიერი საქართველო – ლელო” ბრძოლა გაგრძელდება. არსებობს პროცესებზე რეაგირების სხვადასხვა სცენარი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ “გვაუქმებენ” და მზად ვართ შესაბამისი ზომებისთვის.

“ქართულ ოცნებას” შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ის ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს. შესაბამისად, სამართლებრივ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ხალხთან ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რადგან პარტიების აკრძალვა, მათ შორის, საბოლოოდ ართმევს საქართველოს შანსს გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ და შეუქცევადად აბრუნებს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სფეროში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავარძელებთ პოლიტიკურ და პარტიულ ბრძოლას ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის, – განაცხადა სიორიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმები დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
  • შაბათს “ქართულ ოცნების” უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
  • ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge