Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა პირობებით მიიღებენ დევნილები 10 000 ლარს? – ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება

October 15, 2026
რა პირობებით მიიღებენ დევნილები 10 000 ლარს? – ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება

ჯანდაცვის სამინისტრომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. საქმე ეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახები ბინის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მიიღებენ. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეული წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრძანებით დადგინდა ის პირობები, რის შედეგად ოჯახები სახელმწიფოსგან თანხას მიიღებენ. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემა განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა განხორციელდება.

„კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის განაცხადში მითითებულ დევნილის სტატუსის მქონე პირ(ებ)ს არ უსარგებლია(თ) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე პროგრამით და განაცხადში მოცემული ინფორმაცია დევნილი ოჯახის შემადგენლობის შესახებ შეესაბამება მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას (განაცხადში მოცემული პირთა წრე შეესაბამება რეალურად განაცხადის მისამართზე მცხოვრებ დევნილ პირთა წრეს)“, – წერია ბრძანებაში.

კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით დევნილი ოჯახი ავსებს სპეციალურ განაცხადის ფორმას. განაცხადების მიღების ვადებს, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოჯახების რაოდენობასა და რიგითობას ყოველწლიური საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი კომისია.

“დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებისა და გადამოწმების შემდეგ, განაცხადები მონიტორინგის დეპარტამენტს გადაეცემა. საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა განაცხადიც არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება წერილობით ეცნობებათ. იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა განაცხადიც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა ეცნობება წერილობით”, – აღნიშნულია ბრძანებაში.

კომპენსაციის გაცემა ხორციელდება განაცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსახლეობა ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
  • პარტიების აკრძალვის სარჩელს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სარჩელს არ დავარქმევდი, ეს არის ზორკინის დოკუმენტი! ივანიშვილს, კობახიძეს ზორკინის დოკუმენტით სურთ, საქართველოს ტერიტორიაზე გაფორმდეს რუსული პროპაგანდა- ხატია დეკანოიძე
  • „თბილისი ენერჯი” აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge