Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლობის საპატრიარქოს ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართს” – მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I

October 14, 2026
“სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლობის საპატრიარქოს ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართს” – მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I

სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლობის საპატრიარქოს ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართს, რათა მადლობა შევწიროთ უფალს, ღვთისმოყვარე ქართველი ხალხის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველის სიტყვაშია ნათქვამი, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

როგორც მსოფლიო პატრიარქის სიტყავშია ნათქვამი, დღევანდელი დღესასწაულის სათავეებთან დგას წმინდა ნინო – საქართველოს გამნათლებელი, მოციქულთა სწორი.

„კაბადოკიიდან მოსულმა წმინდა ქალწულმა ნინომ ქრისტეს მოძღვრება იქადაგა უძველეს იბერიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევისა. ვაზის ჯვარი, რომელიც ასოცირდება მის მოღვაწეობასთან, დღემდე რჩება როგორც სათაყვანებელი ნიში ჯვარცმული და მკვდრეთით აღდგომილი უფლის ყოვლადძლიერებისა. მისი მაგალითი ყოველ თაობას ასწავლის, რომ წმინდა სახარება იქადაგება იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებიც ღმერთს ლოცვასა და სიყვარულით აღსავსე მსახურებას უძღვნიან.

საუკუნეთა განმავლობაში, საქართველოს ეკლესია ამ სამოციქულო მემკვიდრეობას განამტკიცებდა თავის ერთგულ მორწმუნეთა ურყევი თავდადებით, მოწამეთა მოწმობითა და მონაზონთა ასკეტური ღვაწლით. უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი, მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლობა განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს.

ასევე, პატივისცემით მივესალმებით თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გვავსებს. ისინი, ვინც ნათლისღებით იღებენ სარწმუნოებას, მოწოდებულნი არიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულონ იგი.

ახალგაზრდები განმტკიცდებიან საღმრთო სწავლებითა და იმ მოღვაწეთა მაგალითით, რომლებიც სახარების მიხედვით ცხოვრობენ.ჩვენს საზოგადოებაში მყოფი ადამიანები, სიღარიბით, ავადმყოფობითა და მარტოობით შეჭირვებულნი, მაცხოვრის თანაგრძნობასა და შემწეობას საჭიროებენ. დაე, ამ საიუბილეო თარიღმა განუახლოს ყველას ამ მოწოდების ერთგულად აღსრულების გადაწყვეტილება და განამტკიცოს თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ეკლესიის სიხარულს მთელი მართლმადიდებლურო სამყარო იზიარებს. წმინდა წერილის სიტყვებით წარმოვთქვამთ ახსარებას: „ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება“. თითოეული ადგილობრივი ეკლესიის სხვადასხვა ნიჭი ამდიდრებს ჩვენს ერთობას ქრისტეს სხეულში. დაე, ამ დღესასწაულებმა კიდევ უფრო გააღრმავოს ჩვენს შორის არსებული კავშირები და განამტკიცოს ჩვენი მზადყოფნა ერთობლივი მსახურებისთვის, რათა ჩვენმა მოწმობამ წარმოაჩინოს მსოფლიოს წინაშე მაცხოვრის მიერ მონიჭებული შერიგება და იმედი.

მიმდინარე წლის მარტში, ჩვენ თქვენს ეკლესიასთან ერთად ვიდექით თბილისში და აღვასრულებდით ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის წესს. კვლავ ვლოცულობთ მისი სულის საუკუნო განსვენებისთვის.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი, როგორც პირველი იერარქის მოღვაწეობის ამ დასაწყის ეტაპზე, გულითადად გისურვებთ სიბრძნესა და სიმტკიცეს, იმ სამწყსოს წინამძღვრობისთვის, რომელიც თქვენს მზრუნველობას არის მინდობილი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნინოსა და საქართველოს ყველა წმინდანის მეოხებით, დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, დაიცვას თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა და მთელი ქართველი ხალხი ჯანმრთელობითა და ერთსულოვნებით. ამ წმინდა საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეკრებილი იერარქებისთვის, სამღვდელოებისთვის, მონაზვნებისა და მორწმუნეებისთვის გამოვითხოვთ უფლის უხვ მადლისა და კურთხევას“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზის მიწოდება 14000 აბონენტს შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • “რეალურად, დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია” – ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს
  • ზუგდიდში ძებნილმა პირმა ცნობილი ტიკ-ტოკერი ქალი და მისი პენსიონერი მამა დაჭრა – რა დეტალები ვრცელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge