Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ვერავინ, ვერც ივანიშვილი მათ შორის, ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის” – გიორგი სიორიძე

October 14, 2026
ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ამ ანტიკონსტიტუციურ აქტში მონაწილეობას- გიორგი სიორიძე მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელისგან აცილების მოთხოვნაზე

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო დღეს შეიკრიბება, იმსჯელებს და ამის შემდეგ გაჟღერდება, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება მათი მხრიდან, იმ შემთხვევაში, თუკი, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

სიორიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

„პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მხოლოდ ორგანიზაციულ აკრძალვას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას არ ნიშნავს. ამ პროცესით ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დაახლოებით, მილიონ ამომრჩეველს წაართვას არჩევანი. ამისთვის, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რითაც დაზიანდება სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც.

ეს შეეხება, როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ასევე, სხვა უამრავ პრივილეგიას, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობდნენ.

თუმცა, „ქართული ოცნებისთვის“ და ყველა იმ პირისთვის, ვინც ივანიშვილის ამ დანაშაულებრივ სქემაში მიიღებს მონაწილეობას, ეს იქნება ძალიან მძიმე განაჩენი საზოგადოების მხრიდანაც და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც, პერსონალური სანქციების გათვალისწინებით და ა.შ. ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ვერავინ, ვერც ივანიშვილი მათ შორის, ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, დასავლური ვექტორისთვის. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მოკავშირეები ამ საქმეში და არ ვაპირებთ გავჩერდეთ.

რაც შეეხება „ძლიერ საქართველო – ლელოს“, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ჩვენ სათადარიგო გეგმები გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ფორსირებულ რეჟიმში წავიდა პროცესები, დღეს, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, კიდევ ერთხელ იმსჯელებს და ამის შემდეგ დავსახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს“, – განაცხადა სიორიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურორი თურქეთში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე პირველი კომენტარს აკეთებს
  • “ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში. სამწუხაროდ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე…” – რას წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  • “ჩვენს თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1 700 წელი” – შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge