“ჩვენ ველოდებით სასამართლო განხილვას, ჩვენ ჩვენს პოზიციებში ვართ ძალიან მყარები” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
“ჩვენ ველოდებით სასამართლო განხილვას, ჩვენ ჩვენს პოზიციებში ვართ ძალიან მყარები, 2004 წლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე გვყავს ოპოზიციურ ველზე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა ნიშნებითა და სხვადასხვა პოლიტიკურ-პარტიული სახეებით წარმოდგენილები,
რომელთა მიზანიც არის ერთი – ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, დემოკრატიის საფუძველი, ხალხის არჩევანი, წაახალისონ ექსტრემიზმი, ამით გავიდნენ საერთო კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, არის კონკრეტული ეგრეთ წოდებული პარტიის აკრძალვის საფუძველი.
ანალოგიურად ჩვენ შემთხვევაშიც. ჩვენ ჩვენს დასაბუთებას, რა თქმა უნდა, წარვადგენთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი მოლოდინია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ და ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომ ამ ე.წ. პარტიების და აგენტურის საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება და ოპოზიციური ველი ოკუპაციისგან გათავისუფლდება” – თქვა არჩილ გორდულაძემ.
