Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გაძვირდა – ოპოზიცია მერიას პროექტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებს

October 14, 2026
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გაძვირდა – ოპოზიცია მერიას პროექტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებს

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ბიუჯეტის მორიგი გაზრდა ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა. “ოცნების” ოპონენტები თბილისის მერიას პროექტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებენ და დამატებითი ხარჯების დასაბუთებას ითხოვენ. მათი შეფასებით, სამუშაოების მიმდინარეობისას ხელშეკრულებებში არაერთგზის შეტანილი ცვლილებები პროექტის ხარვეზებზე მიუთითებს.

საბა ბუაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოკლე პერიოდში რეაბილიტაციის ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კი საკონტრაქტო პირობების დარღვევისთვის არაერთხელ დაჯარიმდა. მისი თქმით, მერიამ უნდა განმარტოს, რატომ ვერ მოხერხდა დამატებითი ხარჯების წინასწარ გათვალისწინება.

“ხანმოკლე პერიოდში 3-ჯერ ხდება თანხის დამატება და ეს თანხა აღემატება 700 ათას ლარს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამდენად სწორად და კომპეტენტურად იქნა დაგეგმილი ის შეწყიდვა, რომელიც განხორციელდა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის. და, როდესაც სამჯერ ხდება თანხის დამატების მოთხოვნა, როდესაც, ამავდროულად, რამდენჯერმე ხდება ამ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის დაჯარიმება, რასაკვირველია, ეს ყველაფერი აჩენს კითხვას, თავად ეს შესყიდვა თბილისის მერიამ რამდენად კომპეტენტურად და სწორად დაგეგმა. თბილისის მერიამ დეტალურად უნდა გვიპასუხოს, რატომ გახდა საჭირო ამ თანხის დამატება და ხომ არ იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა და პროგნოზირება” – ამბობს საბა ბუაძე.

კორუფციის მკვლევარი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ბესიკ დონაძე კი აცხადებს, რომ დამატებითი ხარჯები უხარისხოდ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციითაა გამოწვეული. მისი შეფასებით, თბილისის მერიამ სამუშაოების ვადებიც პოლიტიკურ კალენდარს მოარგო.

რუსთაველის რეაბილიტაციის თანხას თითქმის 1 მლნ-ი ლარი დაამატეს. ეს მილიონი ლარი გადანაწილებულია სამივე მონაკვეთზე. ჩვენ თუ გავეცნობით დოკუმენტაციას, მივხვდებით, რამდენად ცუდად იყო პროექტები შედგენილი და აღნიშნული თანხის დამატებასაც ასეთი აბსურდული მიზეზები აქვს, მაგალითად, ერთ-ერთი არის ის, რომ 600 მლმ-იან მილს ჯობია 1000 მილიმეტრიანი და ამიტომ თანხა დაგვიმატეთ.

“კალაძე ვერც მის დაწყებულ პროექტს ვადებში ვერ ასრულებს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მიბმულია მის პოლიტიკურ კალენდარზე და მას არანაირი კავშირი არ აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან” – ამბობს ბესიკ დონაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატიმრის მიერ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგი, გიორგი ვარაბიოვი სისტემაში აღარ მუშაობს – საქმის ახალი დეტალები
  • ორის მერიის ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან მოზარდებზე ზეწოლის ახალი ფაქტები ხდება ცნობილი – დეტალები
  • საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 142 მლნ დოლარით შემცირდა – ვისი რამდენი გვმართებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge