Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არ არის”- ზურაბ ქადაგიძე.

October 14, 2026
“სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არ არის”- ზურაბ ქადაგიძე.

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე.

როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამისად მნიშვნელოვანია ის, თუ რა მიმართულებებს ხმარდება საბიუჯეტო თანხები.

ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას, „ხალხის ძალამ“ სამი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა – ვეტერანებისათვის ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის.

„სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არ არის, ის იწყება ადამიანის ღირსების დაცვითა და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეზე მაქსიმალური ზრუნვით. როდესაც ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე ვმსჯელობთ, უმთავრესი საზომი ერთია, რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი.

სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ სახელით მკაფიოდ დავაფიქსირეთ სამი სასიცოცხლო ინიციატივა, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს განახლებულ ბიუჯეტში: 1. ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება – ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დაცვას, სახელმწიფოსგან იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებასა და ღირსეულ თანადგომას. 2. მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა – არცერთი ობოლი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო ყოველდღიურ გაჭირვებასთან. მათზე ზრუნვა სახელმწიფოს მორალური და კონსტიტუციური ვალდებულებაა. 3. უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის – სახელმწიფომ თავად უნდა გაუხსნას გზა მომავალ ექიმებს პროფესიული ზრდისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მათ მძიმე ფინანსური ბარიერები დავუწესოთ. ეს ჩვენი ჯანდაცვისა და მომავალი თაობების გადარჩენის საქმეა. სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ასეთი კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატიმრის მიერ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგი, გიორგი ვარაბიოვი სისტემაში აღარ მუშაობს – საქმის ახალი დეტალები
  • ორის მერიის ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან მოზარდებზე ზეწოლის ახალი ფაქტები ხდება ცნობილი – დეტალები
  • საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 142 მლნ დოლარით შემცირდა – ვისი რამდენი გვმართებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge