“ჰუსიტები” ძალიან ცუდად იქცევიან. მეგონა, ჭკუა ისწავლეს ერთი წლის წინ, როცა სასტიკად დავბომბეთ და მათივე თხოვნით შევწყვიტეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ჰუსიტები”, სავარაუდოდ, ირანის დავალებით მოქმედებენ.
“დიდხანს დუმდნენ, მაგრამ ახლა ისევ გამოჩნდნენ – სავარაუდოდ, ირანის დავალებით. ირანი კი ჩავარდნილი სახელმწიფოა, რომელსაც არ ჰყავს არც სამხედრო-საზღვაო ფლოტი და არც საჰაერო ძალები, აქვს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ეკონომიკა და 301%-იანი ინფლაცია. ისინი ძალიან უხეშად მოქმედებენ, თავს ესხმიან საუდის არაბეთს და განზრახ ცდილობენ ნავთობის ფასების გაზრდას, სავარაუდოდ, აშშ-ის არჩევნებამდე. ეს ნამდვილად არ არის კარგი! ვიღაცამ უნდა აუხსნას მათ, რომ არჩევნებში კენჭს არ ვიყრი – მე უკვე გავიმარჯვე, უზარმაზარი უპირატესობით! მაგრამ არჩევნების შემდეგ იქ ვიქნები და ეს არასოდეს დამავიწყდება!”- აცხადებს ტრამპი.
