“გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს”- განცხადებას ამის შესახებ ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იურისტს მე-6 პენიტენციური დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა უთხრა, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. არევაძის განცხადებით, ამ შეურაცხყოფაზე დავითაძეს ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება.
უფლებადამცველის თქმით, მსჯავრდებულს ტელევიზორი ჩამოართვეს:
“ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება !
გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს.
როგორც გიორგიმ მითხრა:
– საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება;
– მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა).
გამოსვლისას შემთხვევით ვნახე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მივაწოდე ინფორმაცია და მოვითხოვე რომ დღესვე ნახონ გიორგი”- წერს ადვოკატი.
