სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე – ხინკალზე ფასმა 15.41%-ით, ხოლო ხაჭაპურზე – 5.85%-ით მოიმატა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 15.52%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი – 17.63%-ით, ღორის ხორცი – 3.26%-ით, ფქვილი – 5.65%-ით, მარილი – 0.46%-ით, იმერული ყველი – 3.44%-ით, ხახვი – 35.15%-ით და ზეთი – 7.68%-ით გაძვირდა. ამასთან, საქსტატის ცნობით, სექტემბერში ხინკლის და ხაჭაპურის ინგრედიენტებიდან მხოლოდ კარაქი და მწვანილი გაიაფდა, შესაბამისად 1.55% და 5.26%-ით.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 12.94%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 12.11%-ით, ყავა კაფეში – 2.31%-ით, ლუდი ბარში კი 6.45%-ით გაძვირდა.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.