Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც დიალოგის მაგიდასთანაა, ელჩ ჰერჩინსკის კი მინდა ვკითხო: ხალხის მაგინებლების დაკრულზე ცეკვა ქართველების პატივისცემაა?!- ლევან მახაშვილი

October 13, 2026
საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც დიალოგის მაგიდასთანაა, ელჩ ჰერჩინსკის კი მინდა ვკითხო: ხალხის მაგინებლების დაკრულზე ცეკვა ქართველების პატივისცემაა?!- ლევან მახაშვილი

ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების წინააღმდეგ. როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო – საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც დიალოგის მაგიდასთანაა და იმედია, ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნებიან თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიც, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ევროკავშირის საბჭოს სხდომას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კაია კალასის და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა.

„მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის საბჭოს სხდომას – კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები პრინციპში არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ცხადი იყო, რომ იმთავითვე იყო მცდარი, უსამართლო და დამაზიანებელი. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების წინააღმდეგ ევროკავშირის უმრავლესი წევრის სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო. საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც იქაა და იქ იქნება, სადაც ყველა პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ანუ დიალოგის მაგიდასთან. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის და იმედია, ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნებიან თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიც. მანამდე კი ბრიუსელში, ალბათ, იანვრამდე, ან უფრო გვიან, უნდა ჩამოყალიბდნენ, მხარს უჭერენ რეალურად საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, თუ საქართველოსგან ჯერ პოლიტიკურ მორჩილებას ელოდებიან,“ – აღნიშნა მახაშვილმა.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა კახეთში გამართულ, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ნამდვილად გაუხარდათ ისაა, რომ ევროკავშირის ელჩმა „კარგად იცეკვა და მოილხინა“.

მახაშვილი ამბობს, რომ პაველ ჰერინსკისგან განსხვავებით, მის კოლეგა ელჩებს – არც უკრაინაში და არც მოლდოვაში, საცეკვაოდ და მოსალხენად ნამდვილად არ აქვთ საქმე და იმედია, ამას ის სათანადოდ დააფასებს.

„ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ საქართველოში დიპლომატიური საფარველს ქვეშ, უხვად როგორ გადმოიღვარა ანტისამთავრობო სიძულვილი. უპირველესად, ვგულისხმობ, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში გამართულ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იყო ევროკავშირის დელეგაციასთან. მე კითხვა მაქვს თუნდაც ამ ადამიანებთან, რომლებმაც ეს დააორგანიზა, ან პირადად ევროკავშირის ელჩთან, ეს არის საჯარო დიპლომატია ან დიპლომატიური საქმიანობა?! ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვა ქართველების პატივისცემაა?! ასე ესმით ან დიპლომატია, ან ქართველების სიყვარული?! ატარებ ქართველების უძველეს ტრადიციას – რთველს ქართველების მაგინებლებთან ერთად და მერე გინდათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ესაუბროთ ევროკავშირის მხრიდან სიყვარულზე, ან სიკეთეებზე?! ერთადერთი, რაც ნამდვილად გაგვიხარდა მაშინდელი ღონისძიებიდან ის იყო, რომ ევროკავშირის ელჩმა კარგად იცეკვა და მოილხინა. მისგან განსხვავებით საცეკვაოდ და მოსალხენად ნამდვილად არ აქვთ საქმე მის კოლეგა ელჩებს – არც უკრაინაში და არც მოლდოვაში და იმედია, ამას ეს ადამიანი, ევროკავშირის ელჩი სათანადოდ დააფასებს,“ – განაცხადა მახაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კრიშტიანო რონალდო “კვარას” მიმართავს
  • “მამა ერთი თვის წინ გარდაეცვალა, ზეგ არის ორმოცი” – გიორგი ნემსაძის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია
  • “ვის ეწოდება მტერი” – ვრცელდება პატრიარქის ქადაგება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge