Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევრობიუროკრატებმა მარტივ ჭეშმარიტებას უნდა გაუსწორონ თვალი, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება და შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა- ლევან მაჭავარიანი

October 13, 2026
მაჭავარიანი 2028 წლის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს აანონსებს

ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე, ისევე როგორც სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან განსხვავებული მიდგომებია.

„ოფიციალურად როდესაც ეს პროცესი წერილობით შეაჩერეს, ორი საბაბი მოიშველიეს – ერთი, გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომელსაც სამარცხვინოდ რუსული უწოდეს და დღეს ის ადამიანებიც კი ხვდებიან, რომლებსაც ამ აფიორაში მიაღებინეს მონაწილეობა, რომ მასში არაფერი რუსული არ ყოფილა. ხოლო მეორეა, ის კანონი, რომელიც ადგენს, რომ ორი სქესი არსებობს და მეტი ვერ იქნება, ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში აკრძალულია. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ განსხვავებული მიდგომებია რიგი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რაც არის საჯაროდ გაჟღერებული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურთ, საქართველოსთან განახლდეს მეგობრული ურთიერთობა მისი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

„შუა დერეფნის მნიშვნელობა ძალიან გაზრდილია და საქართველო არის საკვანძო ქვეყანა. ყველას სურს საქართველოსთან პარტნიორობა, თუმცა, პირველ რიგში, ევრობიუროკრატებმა უნდა გაუსწორონ თვალი რამდენიმე რეალობას – იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო ნამდვილად ესაზღვრება შავ ზღვას, საქართველო ნამდვილად არის შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე. ევრობიუროკრატებმა უნდა შეეგუონ იმ ფაქტებს, რომ თავიანთი უხეში ჩარევის მიუხედავად, ვერც რევოლუცია მოახდინეს საქართველოში და ვერც რადიკალურ ოპოზიციას მოაგებინეს არჩევნები, ვინაიდან ამ ყველაფრის გარანტი ქართველი ხალხია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოზე ზეწოლა დაიწყო უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის, ომის დღიდან.

„საქართველო არ დათანხმდა პროქსი ქვეყნად ჩვენი სახელმწიფოს გამოყენებაზე და ჩვენ ვიხილეთ ამდენი წლის განმავლობაში უამრავი ჩარევა, უამრავი დეზინფორმაცია, უსამართლო მდგომარეობები, ვიხილეთ რევოლუციების პირდაპირი წახალისება, ირიბი დაფინანსება, მაგრამ არ გაჭრა ამ ზეწოლამ. ერთი ნაბიჯით უკან არ დაგვახევია, რომ დაგვეთმო ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული. მზად ვართ იმისთვის, თუ იანვარში ისევ ზეწოლის და შანტაჟის გაზრდას აპირებენ. არც შანტაჟის და არც სანქციების გვეშინია. ვერავინ უკან ვერ დაგვახევინებს, რომ დავიცვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესები და დაცული იყოს მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “10-12 წელი იქნება, რაც საერთაშორისო განათლების ცენტრთან კავშირი არ მქონია, არც ვიცოდი თუ ფუნქციონირებდა…”- რას ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი
  • “ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილება ვერც საქმეს აფუჭებს და ვერც აუმჯობესებს…”- რომან გოცირიძე
  • ბათუმში, ბესიკის ქუჩის #81-ში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge