Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“„ქართული ოცნება“ როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, ოპოზციას გარედან მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგვიპირისპირდნენ, ყველაფრის ფონზე მშვიდობა შევინარჩუნეთ, ქვეყანას ომი ავარიდეთ”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

October 12, 2026
“სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა…” – ირაკლი კობახიძე

ურთულესი წლები გამოვიარეთ, როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა არის სტაბილური და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიოში.

„ურთულესი წლები გამოვიარეთ ყველა თვალსაზრისით. მათ შორის აქ იგულისხმება მუდმივი გარე ზეწოლა და იძულება, რომ რაღაცეები დაგვეთმო. 2012 წლიდან იყო უმძიმესი პროცესები. როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და მაშინვე დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ შეიძლება, დამნაშავეები არიან, მაგრამ არ დაიჭიროთ. 2013 წელს, ოთხ პოლიტიკოსზე იყო საუბარი, რომ ორი შეგიძლიათ დაიჭიროთ, ორი არ შეგიძლიათ დაიჭიროთ – ამ დონეზე უხეშად მიდიოდა საუბარი. საჯარო განცხადებები კეთდებოდა 2013 წელს, რომ არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა ახლოთ ხელი, არ შეეხოთ, არ შეიძლება გამოძიება, არ შეიძლება დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი და ა.შ. ღიად მფარველობდნენ. ძალიან რთული პროცესები გამოვიარეთ. იყო კოალიცია და კოალიციის მართვაც იყო ურთულესი პროცესი. ის გაგრძელდა ოთხი წელი. პირველი ოთხი წელი იყო ძალიან რთული. შემდეგ იყო 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდი, ეს ოთხი წელიც განსაკუთრებული სირთულეებით იყო გამორჩეული, იმიტომ, რომ გუნდის შიგნით იყო პრობლემები 2018 წლიდან იჩინა უფრო ამ ყველაფერმა თავი, ესეც იყო გარედან პროვოცირებული. ამ დროს გუნდი მნიშვნელოვნად დასუსტდა 2018-2019-2020 წლებში და ამის გამო მოუწია ჩვენს გუნდს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მათ შორის თანამდებობის პირების კუთხით.
თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას. ქვეყანა არის სტაბილური უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიოში. ადამიანის უფლებების კუთხით რადიკალურად შევცვალეთ სიტუაცია – ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა.
შევეხები ეკონომიკურ ზრდას – მხოლოდ და მხოლოდ 28 მილიარდი ლარიც არ იყო საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს. უკვე შარშანდელი მონაცემებით არის 104.5 მილიარდი ლარი. ამ ყველა უბედურების ფონზე, პრობლემების ფონზე ჩვენ თითქმის ოთხჯერ გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, შესაბამისად თითქმის ოთხჯერ გავზარდეთ საქართველოს ბიუჯეტი. ამ ყველაფრის ფონზე, კომპრომისების, დათმობების და მუდმივი ზეწოლის ფონზე მაინც მოვახერხეთ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განხილვა საქართველოს შესახებ – რიკარდ იოზვიაკი მინისტრების ინტერესის შესახებ წერს
  • „თავდასხმის ეპიზოდი ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს“ – ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი
  • ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ამ ანტიკონსტიტუციურ აქტში მონაწილეობას- გიორგი სიორიძე მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელისგან აცილების მოთხოვნაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge