Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენი ბიზნესი რუსეთში “კოკა-კოლას” ექსპორტი არ არის” – რას ამბობს თემურ ჭყონია

October 12, 2026
“ჩვენი ბიზნესი რუსეთში “კოკა-კოლას” ექსპორტი არ არის” – რას ამბობს თემურ ჭყონია

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” საქართველოდან რუსეთში “კოკა-კოლას” ექსპორტს არ ახორციელებს.

ამის შესახებ მან BMG-ის, რუსულ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა და მათ შორისაა საქართველოში წარმოებული “Coca-Cola”.
“ჩვენი ბიზნესი რუსეთში “კოკა-კოლას” გაყიდვა არ არის”, – უთხრა “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” დამფუძნებელმა BMG-ის და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში წარმოებული Coca-Cola-ს ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთში ხორციელდება.

“რუსეთში Coca-Cola-ს ექსპორტი ჩვენს ბიზნეს ინტერესებში არ შედის”, – ამბობს თემურ ჭყონია, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” საბითუმო პარტნიორებს შეუძლიათ, პროდუქცია რუსეთში გაიტანონ.

– გაუგებარია, რას ემსახურება [რუსეთის მარეგულირებლის] განცხადება – როდესაც ვნახე, გამეცინა. ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს ამ თემასთან. მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო გლობალურმა „კოკა-კოლამ“ რუსეთში ოპერირება საერთოდ შეწყვიტა…

– საქართველოდან რუსეთში „კოკა-კოლას“ ექსპორტი არ ხორციელდება?

– არა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კლასიკური გაგებით ექსპორტს რუსეთში არ ახორციელებს და არც არასდროს გაუკეთებია. ექსპორტი მხოლოდ გლობალურ „კოკა-კოლასთან“ შეთანხმებით არის შესაძლებელი.

– ანუ შესაძლებელია, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან” საბითუმო პარტნიორმა შეიძინოს პროდუქცია და მან გაყიდოს რუსეთში? – ესაა ექსპორტის „არაკლასიკური” ფორმა?

– დიახ, არსებობენ საბითუმო მოვაჭრეები, რომლებსაც სრულიად ლეგალურად, წესების დაცვით, შეუძლიათ შეიძინონ პროდუქცია და შემდეგ გაყიდონ. ეს თავისუფალი ვაჭრობაა. საქართველოდან შესაძლოა, მცირე რაოდენობები გადიოდეს, თუმცა ეს ჩვენს ბიზნესსა და რეპუტაციაზე არ მოქმედებს. ეს ლეგალური პროცესია, მაგრამ ეს ჩვენი ბიზნესი არ არის – „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” რუსეთში ექსპორტს არ ახორციელებს. ეს თემა ჩვენთვის არასერიოზულია. რუსეთში „კოკა-კოლას“ გაყიდვა ჩვენი ბიზნესი არ არის და არც გვაქვს ამის ინტერესი.

– რომელ ბაზრებზე კონცენტრირდება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“?

– ჩვენი ინტერესის სფერო სამი ბაზარია: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. გლობალური „კოკა-კოლას“ მხარდაჭერით, შესაბამისი ოფიციალური ხელშეკრულებები სწორედ ამ სამ ქვეყანაში ოპერირებისთვის გვაქვს გაფორმებული. სხვა რეგიონები, მით უმეტეს რუსეთი, ჩვენს ინტერესებში არ შედის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩვენი სამართალდამცველები ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, საერთოდ არავინ იღებს ხმას იმ ქმედებებზე, რომლებსაც ევროპის მასშტაბით ვხედავთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი- ირაკლი კობახიძე
  • კობახიძეს იმედი აქვს, რომ რუსეთი ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge