Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსული ემბარგო ბიძინა ივანიშვილის ძმას არ შეეხო

October 12, 2026
რუსული ემბარგო ბიძინა ივანიშვილის ძმას არ შეეხო

რუსეთში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილეს ექსპორტიორს, დუგლაძეების კომპანიას, რომლის მფლობელებიც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, ზაალ დუგლაძე და ასევე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახია, რუსული ემბარგო არ შეეხო.

“ტვ პირველები” დაინტერესდა, რატომ დაადო რუსეთმა ემბარგო 7 კომპანიას, რომელთა შორისაც “ნაბეღლავიც” არის და რა მიზეზით არ მოხვდა დუგლაძეების კომპანია ასაკრძალ კომპანიათა სიაში. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ყველაფერს იკვლევენ და ჯერ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ.

ჩვენი შესაბამისი სამსახურები აქტიურ კომუნიკაციაში არიან ამ კომპანიის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება. მაგ კომპანიების გარდა ( დუგლაძეების კომპანიის), რომლებიც ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას და რატომ გამოყავით ეს კონკრეტულად?, – ამბობს კახა კალაძე.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსული ემბარგოს მიზეზები მისთვის გაურკვეველია. მისი თქმით, ქართულმა ბიზნესმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ ბაზარზე იმუშავებს და რუსეთთან ვაჭრობაზე უარის თქმის მოთხოვნას აკრიტიკებს.

გასაკვირია, საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, აგერკვევა ამ საკითხში. ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორც საქართველო, ბევრი რამეა რისკის წარმომშობი. არა მხოლოდ რუსეთში ვაჭრობა, არამედ ევროკავშირში ვაჭრობაც თავის რისკებს შეიცავს, აგერ, სანქციებს ითხოვენ და ა.შ. ვხედავდით მუქარას მათ შორის ყულევის პორტთან დაკავშირებით. ასე რომ, რისკები ყველა ბაზარზეა. სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს, რომ ყველაზე სარფიანი იყოს მისი ბიზნესი, იქ უნდა იმოქმედოს ქართულმა ბიზნესმა. არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი თქვით რუსულ ბაზარზე. თქვენ, რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია, ეს ზღაპარი, რომელსაც, ცდილობდნენ, რომ მიეყიდათ პატარა ქვეყნებისთვის, საქართველო თავის დროზე კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ზღაპარი, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

“ტვ პირველები” ასევე დაუკავშირდა „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორს ზურა მარგველაშვილს, რომლიც კომპანიაც ერთ-ერთია, რომელმაც რუსეთმა ემბარგო დაადო. მარგველაშვილი აცხადებს, რომ ემბარგოს მიზეზების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და საკითხის გარკვევას კომპანიის წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობს.

არ გვაქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე იყო და ვცდილობთ, რომ დავაზუსტოთ. “ქართულ ოცნებასთან” არ გვქონია (კომუნიკაცია), ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით გავარკვიოთ ეს საკითხები, მეტი სიზუსტე არ გვაქვს, – ამბობს ზურა მარგველაშვილი.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მხრიდან სანქციები გაგრძელდეს.

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” 4 ოქტომბრის ქეისი „ქართული ოცნების“ კაბინეტებში დაგეგმილი პოლიტიკური შეთანხმებაა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად და ამის მრავალი ფაქტი არსებობს”- რას ამბობს შალვა კერესელიძე
  • “სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა…” – ირაკლი კობახიძე
  • დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება-ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge