Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბიუჯეტში ამ ეტაპზე დეპუტატების ხელფასების ზრდა ასახული საერთოდ არ არის – რომ მოემატოს, გამოდის მილიონზე ცოტა მეტი, პენსიის 1 ლარით გაზრდას კი 11 მილიონი ლარი უნდა ანუ ეს ერთმანეთთან ვერანაირად ვერ იქნება კავშირში”- რას ამბობს პაატა კვიჟინაძე

October 12, 2026
“ბიუჯეტში ამ ეტაპზე დეპუტატების ხელფასების ზრდა ასახული საერთოდ არ არის – რომ მოემატოს, გამოდის მილიონზე ცოტა მეტი, პენსიის 1 ლარით გაზრდას კი 11 მილიონი ლარი უნდა ანუ ეს ერთმანეთთან ვერანაირად ვერ იქნება კავშირში”- რას ამბობს პაატა კვიჟინაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის ზრდა ასახული არ არის.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტზე შემაჯამებელ სხდომას მართავს.

როგორც კვიჟინაძემ განაცხადა, სამეზობლოსა და რეგიონში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაა. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილია 2.5 მილიარდი ლარით და გაზრდილი ბიუჯეტის 80% სოციალურად არის ორიენტირებული. კვიჟინაძემ ამ კონტექსტში რიგ სოციალურ მუხლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 555 მილიონი პენსიების მატებაზე მიდის, 125 მილიონით ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება და 520 მილიონით იზრდება “ჩვეულებრივი ადამიანების“, მათ შორის მასწავლებლების, მუშების და სპეციალისტების ხელფასები.

“ამ ბიუჯეტში ამ ეტაპზე დეპუტატების ხელფასები საერთოდ არ არის. აქვე ვიტყვი, რამდენია და რა გამოვა ერთ წელიწადში რომ მოემატოს – გამოდის მილიონზე ცოტა მეტი – მილიონ 300. რომ წარმოვიდგინოთ, პენსია რომ 10 ლარით გაიზარდოს, 111 მილიონი უნდა ანუ პენსიის 1 ლარით გაზრდას 11 მილიონი ლარი უნდა. დეპუტატებისთვის მილიონზე მეტით მატება პენსიონერს რამდენიმე თეთრის დამატება გამოუვა ანუ ეს ერთმანეთთან ვერანაირად ვერ იქნება კავშირში, როგორც სურთ რომ დააკავშირონ“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, მაღალი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათ შორის პარლამენტის წევრების და ასევე, მოსამართლეების ხელფასების ოდენობა საბაზისო სახელფასო თანამდებობრივი სარგოსა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით განისაზღვრება. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით საბაზისო ხელფასის ოდენობა იზრდება – საბაზისო ხელფასი მომავალ წელს 1 735 ლარი იქნება, რაც მთელს საჯარო სექტორში იწვევს ხელფასების ზრდას. კანონის თანახმად, ხელფასი მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს უნდა გაეზარდოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტარებისთვის ხელფასების გაზრდაზე ამ ეტაპზე უარი თქვა
  • “დღევანდელ მსჯელობაზე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ველოდები”- სალომე სამადაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე
  • ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, შესაძლოა, პენსიის თანხა დაკორექტირდეს და 2027 წლიდან, 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარზე მეტით გაიზარდოს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge