Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის- კახა კალაძე

October 12, 2026
კახა კალაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ჭადრის ხე მოიჭრება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტერიალამდე კაია კალასის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვისაც სწორი დამოკიდებულება აქვს და პოლიტიკური სპეკულაციებით დაკავებული არ არის, ყველამ კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა.

კალაძის თქმით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს საქართველოს რუკაზე პოვნაც კი გაუჭირდება.

„კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ადგილი არ აქვს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციებს, იცის საქართველოს მნიშვნელობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ვიცით რა არის მთავარი ინტერესი – როგორმე თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, რომ შემდეგ ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ და გააკეთებინონ, რაც მათ უნდათ, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტი მაგალითი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა – ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და სხვა თვალსაზრისითაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში როგორია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არა ისე, როგორც მათ აწყობთ, რომ აგინო, ბილწსიტყვაობა გამოიყენო, შეურაცხყოფა მიაყენო, დააბულინგო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. თუ სხვანაირად ფიქრობ, გადაგივლიან. ეს მათთვის დემოკრატიაა, ჩვენთვის არ არის ეს დემოკრატია. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ“, – აღნიშნა კალაძემ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა:„დღეს საქართველოს ძალიან მოკლედ განვიხილავთ, მაგრამ მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცხოვრობთ თუ არა იმაზე უკეთ, ვიდრე 2012 წელს? – სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
  • საპატრიარქო ელექტრონულ შესაწირ ტერმინალებზე განმარტებას აკეთებს
  • “რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია “- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge