„ბათუმში, „თაუერ ჯგუფის“ მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა“ — ინფორმაციას და ვიდეოს სოციალურ ქსელში „ბათუმელები“ ავრცელებს.
შენობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გიორგი ჭყონია კომპანიას ეკუთვნის.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას შეიძლება გამოეწვია ცათამბჯენში ხანძარი. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
იხილეთ ვიდეო
