ამ მომენტისთვის, საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6020 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.5980 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9200 ლარად, გაყიდვა კი 2.9100 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6000 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.5960 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9170 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2.9070 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.6000 ლარად, გაყიდვა კი – 2.5970 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9200 ლარად, გაყიდვას კი – 2.9100 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.5950 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.5350 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9250 ლარად, გაყიდვა კი 2.8050 ლარად შეუძლიათ.
