ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს.
“ევროპაში ომის რეალური მიზეზი მხოლოდ რუსეთია. ენერგეტიკაზე დარტყმების შეჩერება დღესვე რეალურია, მაგრამ პუტინს ეს არ უნდა.
უკრაინა მზად იქნება შეწყვიტოს დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი შეწყვეტს დარტყმების მიყენებას ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ნებისმიერი დეესკალაციური ნაბიჯი უნდა იყოს ორმხრივი და რეალური გარანტიებით გამყარებული“ – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაში.
ესაა მისი პირველი გამოხმაურება დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, სადაც მან ზელენსკის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა მოსთხოვა და თქვა, რომ ” ზელენსკის სურს პრობლემების შექმნა მთელი მსოფლიოსთვის. მას სურს პრობლემების შექმნა ჩვენი ფერმერებისთვის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმით” – აცხადებს ზელენსკი.
