Saturday, October 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკიც ჩართული ჰყავდა კორუფციულ სქემაში მის სასარგებლოდ – ბესო დონაძე

October 10, 2026
ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკიც ჩართული ჰყავდა კორუფციულ სქემაში მის სასარგებლოდ – ბესო დონაძე

კორუფციის მკვლევარი და კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ბესო დონაძე ამბობს, რომ ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკიც ჩართული ჰყავდა იმ კორუფციულ სქემაში მის სასარგებლოდ, რასაც ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრს გამოძიება ედავება.

“ნანა ყეინიშვილის გარდა, ვინმე იღებდა თუ არა კიდევ სარგებელს, ეს რა თქმა უნდა, ნორმალურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს” – ამბობს დონაძე.

პოლიტიკოსი საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას პასუხისმგებლობაზე და აცხადებს, რომ სწორედ მან უნდა აიღოს ახლა მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

“მხოლოდ ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილება ამის საკმარისი არ იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო ეროვნულ ბანკს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკიც ჩართული ჰყავდა ამ კორუფციულ სქემაში მის სასარგებლოდ. ნანა ყეინიშვილის გარდა, ვინმე იღებდა თუ არა კიდევ სარგებელს, ეს რა თქმა უნდა, ნორმალურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მინიმუმ თურნავას პასუხისმგებლობა იკვეთება, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როგორც ინსტიტუციის ხელმძღვანელმა, რომელმაც ვერ გააკონტროლა ეფექტურად მისი თანამშრომლები.

ის, რომ ეს მხოლოდ ერთი კომპანია იყო და სხვა კომპანიებთან მსგავსი არ აქვს გაკეთებული, ესეც შიგნით სიღრმეებშია შესასწავლი”, – აცხადებს ბესო დონაძე.

ჟურნალისტური გამოძიება: „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელს უთხრეს, რომ „ყეინიშვილს ხელს ვერ ახლებდნენ“ – სუს-ს ჩანაწერი 2 წლის წინ გადასცეს
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო – საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ორხევი-ლილოს გზა დღეს
  • “სია გაფართოვდება” – მამუკა ფიფია ამბობს, რომ რუსეთი სხვა ქართულ კომპანიებსაც დაუწესებს ქვეყანაში იმპორტს
  • EU-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს, ამას შედეგი მოჰყვება – ჰერჩინსკი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge