Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახდეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩება

October 9, 2026
სახდეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩება

2026 წლის 8 ოქტომბერს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 26-ე ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველო, აშშ-ისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, პირველი რანგის ქვეყნებს შორისაა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოს ხელისუფლება სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს და საანგარიშო პერიოდში მთავრობამ “აჩვენა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა, რის გამოც საქართველო პირველ კალათაში დარჩა“.

ამ ძალისხმევის ნაწილად ანგარიშში მოხსენიებულია მობილური ჯგუფებისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მაღალი რისკის ბიზნესების პროაქტიული შემოწმება ტრეფიკინგის ნიშნებზე და სექსუალური ტრეფიკინგისთვის მსჯავრდებულთა გამოვლენას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ გაზარდა მსხვერპლთა მომსახურების დაფინანსება, გააფართოვა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი ტრეფიკინგის მსხვერპლთა განსათავსებლად, ხოლო სასამართლომ მსხვერპლს პირველად დააკისრა კომპენსაცია (რესტიტუცია).

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან ნაკლებ პირს წაუყენა ბრალი და გაასამართლა (ადამიანით მოვაჭრეები). მთავრობამ გამოავლინა ნაკლები მსხვერპლი, ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს (ASC) მიერ მართული თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების პერსონალს აკლდა სპეციალიზებული ტრენინგი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის. მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ნაკლებობამ შეაფერხა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა. მთავრობას აკლდა ძალისხმევა იძულებითი სუროგაციის მოსაგვარებლად, მათ შორის იდენტიფიცირებისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით.

2025 წელს პოლიციამ გამოიძია 15 საქმე (შვიდი სექსუალური ტრეფიკინგის, შვიდი შრომითი ტრეფიკინგის და ერთიც ტრეფიკინგის დაუდგენელი ფორმის საქმე), 2024 წელს ეს მაჩვენებელი 9 საქმეს შეადგენდა. გარდა ამისა, სისხლისსმართლებრივი დევნა დაიწყო 5 სავარაუდო დამნაშავის მიმართ, ორზე კი წინა წლებში დაწყებული დევნა გაგრძელდა. ანგარიშში ასევე წერია, რომ 2025 წელს მოხდა 6 მსხვერპლი ოფიციალურად იდენტიფიცირება, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 18 იყო.

რაც შეეხება პრევენციას, ანგარიშში წერია, რომ მთავრობამ შეინარჩუნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და განახორციელა 2025–2026 წლების სამოქმედო გეგმა (NAP). დოკუმენტის მიხედვით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭო ორჯერ შეიკრიბა.

„თუმცა, დამკვირვებელთა განცხადებით, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა არ ხორციელდებოდა“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში მოხვდა შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებებიც, რომელიც უცხოელებისთვის სავალდებულო სამუშაო ნებართვებს აწესებს და ზრდის ჯარიმებს სამუშაო ნებართვის გარეშე უცხოელთა დასაქმებისთვის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
  • თბილისში ცნობილი კვების ობიექტები დახურეს – მიზეზი არასათანადო რეცხვა-დეზინფექციაა
  • გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ – ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ეკონომისტები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge