Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„რატომ დამძიმდა უკიდურესად ვითარება ციხეებში? – ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ივანიშვილს ქუჩა “გაექცა” – რას წერს ნიკა გვარამია

October 9, 2026
ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

„რატომ დამძიმდა უკიდურესად ვითარება ციხეებში? – ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ივანიშვილს ქუჩა “გაექცა” – ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„რატომ დამძიმდა უკიდურესად ვითარება ციხეებში?

ის, რომ ციხეში ვითარებას ქოცები უფრთხილდებოდნენ, საიდუმლო არაა. გასაგებიც იყო: პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, “სისხლიანი ცხრა წელი”, ციხეში რეალურად არსებულ პრობლემებთან ერთად, ციხის მითოლოგიაზეც იდგა, როგორიცაა 26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი, დადგმული ცოცხის კადრები (დღემდე რომ ვერ გაირკვა, როგორ დაიდგა მკაცრი კონტროლის სივრცეში ვიდეოფილმი) და სხვა.
ამ კონტექსტში თითქოს გაუგებარია, რატომ მძიმდება ელვის სისწრაფით მდგომარეობა ციხეებში: პატიმრების ცემა-წამების და უკვე გაუპატიურების ფაქტები გახშირდა და საჯაროც კი გახდა.
ბევრი მიზეზის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ივანიშვილს ქუჩა “გაექცა”. ქუჩა, რომელიც, პოლიციასთან ერთად, მისი მთავარი დასაყრდენი იყო. ივანიშვილს ქუჩა საზოგადოების დატერორების გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია. ეს რუსული ფენომენია, ივანიშვილი კი მართვის რუსული ტექნოლოგიების გარდა არაფერს აღიარებს.
ფაქტია ისიც, რომ ივანიშვილის და მისი სისტემის აღარ ეშინიათ: უამრავმა პატიმარმა, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებმა, საზოგადოებას დაანახვა, რომ ციხე არაა ცხოვრების დასასრული, შეიძლება მას გაუძლო, იქიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოხვიდე და გააგრძელო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა.

განსხვავებული შინაარსის ამ ორმა მოვლენამ შექმნა ერთიანი კონტექსტი და განაპირობა ივანიშვილის გადაწყვეტილება: ყველანი ციხეში, ოღონდ ციხე “კურორტი” არ გეგონოთ, იქ აუპატიურებენ, სცემენ, აწამებენ. ციხე სწორედაც რომ შეიძლება გახდეს ცხოვრების დასასრული: ფიზიკური დასასრული (რასაც ხშირად თვითმკვლელობად ასაღებენ), ან ფსიქო-სოციალური დასასრული (მძიმე შეურაცხყოფების შედეგად დანგრეული ეგო). სწორედ ამას გვეუბნება ივანიშვილი.
საზოგადოების დატერორების ეს ფორმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა. სავარაუდოდ, ივანიშვილმა მყარად გადაწყვიტა, რომ მის მიმართ შემცირებული შიში კიდევ უფრო მეტად დაშინების სტრატეგიით აღადგინოს. სავარაუდოა ისიც, რომ მისი გაზომვებით, სხვა ტიპის შიშები (მაგალითად, ომით მუდმივი სპეკულირებით გამოწვეული) საზოგადოებამ მნიშვნელოვან წილად დაძლია.

ივანიშვილის მდგომარეობაზე ჩვენ ყველაზე უკეთ მისი ქმედებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. დანარჩენი მკითხაობა და ჭორაობაა. ასეთი მძიმე ფორმებით (მეტიც, როგორც ივანიშვილისთვის კარგად ნაცნობი გამოცდილება აჩვენებს, ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელი ფორმებით) ადამიანების დაშინება, გამორიცხულია, მყარად მდგომმა ავტოკრატმა გამოიყენოს. ასეთ ფორმებს მხოლოდ უკიდურესი მოწყვლადობის ჟამს მიმართავენ. დღეს, საზოგადოებას კი არ ეშინია ივანიშვილის, არამედ ივანიშვილს ეშინია საზოგადოების.
ამ დასკვნას სხვა ფაქტებიც ამყარებს:

ციხეები გადატვირთულობის პიკზეა და ზეგადავსებულია (მარტო გლდანის ციხეში თითქმის იმდენივე პატიმარია, რამდენიც მთელ სომხეთში)

ივანიშვილის მოკავშირე მსხვილი კრიმინალების უმრავლესობა დაჭერილია და დიდი სასჯელები აქვთ მისჯილი

ციხეშია ივანიშვილის ყველაზე გამორჩეული ქოცელიტა

თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლებიან უსაფრთხოებაზე (ანუ მის პირად და მისი სისტემის დაცვაზე) პასუხისმგებელი მინისტრები

მეორეს მხრივ, ქვეყანას იმდენი პოლიტპატიმარი ჰყავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაც კი ანტირეკორდი დამყარდა, ევროპაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყველა ოპოზიციური პარტია გაუქმების პირასაა.

ჰოდა, მეგობრებო, ეს თვითშენარჩუნების და თავდაცვის უკიდურესად ისტერიული ფორმაა, წონასწორობაში მყოფები და მყარად მდგომები არასდროს რომ არ იყენებენ. და ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ” – წერს გვარამია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ნათქვამია, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ- შიო მესამე
  • „დაიდენტიფიცირებულია რამდენიმე გზაჯვარედინი“ – რომელ ადგილებში შეიძლება დაიხაზოს ე.წ.Yellow box საწყის ეტაპზე
  • ილია სულამანიძე ნახევარფინალშია!

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge