Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თავდაცვის ბიუჯეტი ვერ უძლებს კრიტიკას, იმის გათვალისწინებით, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6 მიემართება თავდაცვის ბიუჯეტზე, ეს არის სასაცილო” – რას აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია

October 9, 2026
“თავდაცვის ბიუჯეტი ვერ უძლებს კრიტიკას, იმის გათვალისწინებით, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6 მიემართება თავდაცვის ბიუჯეტზე, ეს არის სასაცილო” – რას აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია

გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს, რომ სასაცილოდ გამოიყურება ბიუჯეტის პროექტი, საიდანაც ირკვევა რომ ქართული ჯარის გაძლიერებაში, ლოჯისტიკის გამართვასა და ინფრასტრუქტურაში, ჯამში ორი მილიარდიც კი არ დაიხარჯება.

მისი თქმით, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები შემცირების ნაცვლად იზრდება, აუცილებლობას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი, მთლიანი შიდა პროდუქტის 3 % -ს მაინც შეადგენდეს.

“თავდაცვის ბიუჯეტი ვერ უძლებს კრიტიკას” – ამბობს ის.

“თავდაცვის ბიუჯეტი ვერ უძლებს კრიტიკას, იმის გათვალისწინებით, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6 მიემართება თავდაცვის ბიუჯეტზე, ეს არის სასაცილო. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რეგიონში მომძლავრებულია, როგორც კონვეცნიური, ასევე არაკონვენციური საფრთხეები, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, რუსეთის მიერ, აუცილებლობას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი, მთლიანი შიდა პროდუქტის 3 % -ს მაინც შეადგენდეს. არის სამწუხარო ეს გადაწყვეტილება, იმედი მქონდა იმის, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობოდა თავდაცვის ბიუჯეტს, იმ არსებული უსაფრთხოების გარემოების გათვალისწინებით, მეტი ყურადღება დაეთმობოდა თავდაცვის შესაძლებლობების შესყიდვას, ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას. შენ თუ ფიქრობ, რომ იყო სუვერენული, თავდაცვის სისტემის და უსაფრთხოების გაძლიერება, ეს არის ყველაზე დიდი წინაპირობა შენი სუვერენულობის და დამოუკიდებლობის, ამიტომ, ეს გადაწყვეტილება რას ეფუძნება არ ვიცი, მაგრამ ვერ შექმნის ქვეყანა ძლიერ ეკონომიკას, თუ არ ეყოლება ძლიერი ჯარი” – აცხადებს ჩაჩიბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.97 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 75 მილიონი ლარით იზრდება. ეს უწყება იმ სამეულში მოხვდა, რომელსაც მატება ყველაზე ნაკლებად შეეხო.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს არის ფორმალური და სიმბოლური ზრდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იუსტიციის სამინისტროსთან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
  • ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა სექტემბერში 5.1 პროცენტი შეადგინა- საქსტატი
  • მეტეხის ხიდთან საავტომობილო გვირაბში კედლებიდან წყალი გამოდის – ვიდეო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge