Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლსწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი მიუღებელია – ნიკოლოზ სამხარაძე

October 9, 2026
ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლსწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი მიუღებელია – ნიკოლოზ სამხარაძე

“მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა,”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, 153-ე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, დღესვე გაიმართება მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები.

“დღეს გაიმართება მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. ეს არჩევნები იმართება სამ წელიწადში ერთხელ. სამი კანდიდატია წარმოდგენილი: ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე და ჩილელი სენატორი. სამივე მათგანთან გვაქვს საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა.

ჩვენ ამ ასამბლეას, როგორც იცით, ვიყენებთ ძირითადად იმ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საქართველოდან გეოგრაფიულად შორს არიან. საუბარი გვქონდა აფრიკის პარლამენტის წარმომადგენლებთან. ვესაუბრეთ ოკუპაციაზე, ვესაუბრეთ არაღიარების მნიშვნელობაზე.

მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის იმ პრობლემატიკაზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში. საკმაოდ მეგობრული და კონსტრუქციული ტონი იგრძნობოდა ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება ორმხრივ ფორმატშიც.

მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ესაუბრო წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკის წარმომადგენლებს და შენი სიმართლე გააგებინო. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი და ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლსწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი არის მიუღებელი”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
  • საპროცესოს გაფორმება არ გამოხატავს, რომ კონკრეტული ადამიანები დამნაშავეები არიან, მათი მხრიდან ეს ნაბიჯი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული რეპრესიული მდგომარეობით- ირაკლი ფავლენიშვილი
  • ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომელიც დაადგენს, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა- კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge