Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დავითაძის მხარე ჩვენს რწმუნებულებზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, შეწყვიტეთ- ლევან იოსელიანი

October 9, 2026
დავითაძის მხარე ჩვენს რწმუნებულებზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, შეწყვიტეთ- ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის მტკიცებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარე დეზინფორმაციას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს ადვოკატს, “დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახალხო დამცველის რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება”.

“მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს. დოკუმენტურად დასტურდება (პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი), რომ გიორგი დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა.

როგორც არაერთხელ განიმარტა, სახალხო დამცველის აპარატმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გიორგი დავითაძის უფლებების დასაცავად ყველა საჭირო მოქმედება განახორციელა. აპარატის მიმართვის საფუძველზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომლის მონიტორინგის პროცესი დღემდე გრძელდება.

სახალხო დამცველის რწმუნებულებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია და არ ემსახურება არც კონკრეტული პატიმრის და არც სხვა პატიმრების კანონიერი უფლებების დაცვის ინტერესებს” – ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატმა დარეჯან სულაშვილმა TV პირველს უთხრა, რომ 2025 წლის დეკემბერში, ინციდენტიდან მალევე, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს “ფაქტობრივად, უბიძგა”, ექსპერტიზა არ ჩაეტარებინა.

“[გიორგიმ] გაანდო თავისი ინიციატივა, ჩავატაროთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაო და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ფაქტობრივად უბიძგა გიორგის უარისკენ – მან უთხრა, რომ მხოლოდ პირველი 72 საათი იყო მნიშვნელოვანი ამ ექსპერტიზისთვის“, – თქვა ადვოკატმა.

რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.

პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ომბუდსმენის აპარატმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და 2025 წლის 21-22 დეკემბრის კადრებში დარღვევა ვერ იპოვა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მათი მანდატის მიღმა შეიძლება არსებობდეს დანაშაულის ნიშნები.

როგორც ის განმარტავს, გამოძიებისთვის მიმართეს პროკურატურას, გამოძიების პროცესი კი “სამწუხაროდ, ძალიან გაიჭიმა”, რამაც საზოგადოებას კითხვები გაუჩინა, რომელსაც პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.

6 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძემ “გაურკვეველი მცირე საგანი” გადაყლაპა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა 3-4 ოქტომბერს მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და ის პატიმრები, რომლებიც “დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს” აპროტესტებდნენ.

მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პროტესტის ფორმა და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ ივანიშვილის ქმედებები იყო საშიში ჩვენი ქვეყნისთვის და გამოიწვევდა ყველა მონაწილე პირის დასანქცირებას” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი
  • “ჩვენ პირველად არ ვისმენთ და არ ვხედავთ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს” – კახა კალაძე
  • “თავდაცვის ბიუჯეტი ვერ უძლებს კრიტიკას, იმის გათვალისწინებით, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6 მიემართება თავდაცვის ბიუჯეტზე, ეს არის სასაცილო” – რას აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge