Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან – სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება

October 9, 2026
სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან – სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება

სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება – სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც პოლიციელები ძალადობაში დაადანაშაულა, რამდენიმე საათში უნდა ჩაერთოს პროკურატურას დისტანციურად.

ყანჩელის ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ სერგეის ყველა პოლიციელის ამოცნობა შეუძლია.

“დღეს შუადღის საათებში არის დაგეგმილი ვიზიტი საგამოძიებო ორგანოში და ასევე დისტანციური გამოკითხვა სერგეი ყანჩელთან. სერგეი მიუთითებს ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც მას 27 სექტემბერს თავს გადახდა, მათ შორის მის მიმართ განხორციელებულ ტერორთან დაკავშირებით. ასევე სერგეი დეტალურად მიუთითებს თავდასხმაში მონაწილე პოლიციელთა ნაწილის მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს. ამის შემდეგ აუცილებელია რომ ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება, ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც სერგეის უნდა მიეცეს შესაძლებლობა ამოიცნოს ის კონკრეტული პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ მის მიმართ ძალადობრივ ქმედებებში. რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსს, მნიშვნელოვანი იქნება პირველ ჯერზე სერგეის მხრიდან ზუსტი ინფორმაციის დაფიქსირება, ხოლო შემდეგ უკვე გამოძიების მიმდინარეობისას ცხადია, აღნიშნული საკითხი დადგება დღის წესრიგში. კვალიფიკაციას რაც შეეხება, ბუნებრივია ჩვენი მხრიდან მოხდება დღესაც, ხვალაც და სამომავლოდაც ამაზე რეაგირება”, – ამბობს ადვოკატი გიორგი ჩხეიძე.

ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა – ავარია მარნეული-თბილისის გზაზე
  • კახა კინწურაშვილი მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge