Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზამთარში აფხაზეთში მხოლოდ მოსკოვის მატარებელი და ელექტრომატარებელი “დიოსკურია” იმოძრავებს – დაგეგმილია ერთადერთი ტურისტული რეისიც

October 8, 2026
ზამთარში აფხაზეთში მხოლოდ მოსკოვის მატარებელი და ელექტრომატარებელი “დიოსკურია” იმოძრავებს – დაგეგმილია ერთადერთი ტურისტული რეისიც

მოსკოვი-სოხუმის სამგზავრო მატარებელი ზამთრის განრიგზე გადავიდა და ახლა უკვე ყოველ მეორე დღეს, ხოლო რუსეთის ფედერალურ ტერიტორია სირიუსიდან სამგზავრო ელექტრომატარებელი, „დიოსკურია“ კვლავ ყოველდღიურად იმოძრავებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რკინიგზის სამგზავრო სამსახურში TASS-ს განუცხადეს.

კერძოდ, მოსკოვი-სოხუმის მატარებელი ოქტომბერში კენტ, ხოლო ნოემბერში ლუწ დღეებში იმოძრავებს. თუმცა ახალი წლის დღესასწაულებზე შესაძლოა, ყოველდღიური რეისები აღდგეს. რაც შეეხება „დიოსკურიას,“ სირიუსსა და სოხუმს შორის რეისები ტრადიციულად დღეში ორჯერ შესრულდება.

ამასთან, უწყების ცნობით, სანქტ-პეტერბურგიდან სოხუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებელი აღარ იმოძრავებს, რადგან ის მხოლოდ საზაფხულო რეისებს ასრულებს.

ასევე, დე ფაქტო უწყება ავრცელებს ცნობას, რომ 10 ოქტომბერს მოსკოვიდან ტურისტული მატარებელი, “რიწა” გავა და 13 ოქტომბერს გაგრაში შევა, რის შემდეგაც მგზავრები აფხაზეთში ექსკურსიაზე გაემგზავრებიან. კერძოდ, რეისის ფარგლებში ტურისტები რიწის რელიქტურ პარკს, სოხუმსა და ახალ ათონს მოინახულებენ.

კერძოდ, რიწის პარკის პროგრამაში “თაფლის ეზოს,” ცისფერი ტბის, სტალინის აგარაკის, “რძის ჩანჩქერის,” რიწის ტბისა და სადამკვირვებლო პლატფორმის მონახულება შედის. ექსკურსიის შემდეგ მატარებელი სოხუმისკენ გაემართება. ტურისტები ქალაქში საღამოს ჩავლენ, სადაც სოხუმის საფეხმავლო ტური არის დაგეგმილი. მეორე დღეს ისინი ახალ ათონში გაემგზავრებიან, სადაც გამოქვაბულსა და სიმონ კანანელის მონასტერს მოინახულებენ,

აფხაზეთში ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ მატარებელი რუსეთში დაბრუნდება. უკანა მარშრუტი სოჭის, დონის-როსტოვისა და აზოვის გავლით მგზავრობას მოიცავს, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილი მოსკოვია.

“რიწის” მატარებელი წელს აფხაზეთში ერთადერთ რეისს შეასრულებს. მარშრუტის ზოგადი სქემა მოსკოვს, ნოვოროსიისკს, გაგრას, სოხუმს, სოჭს, დონის-როსტოვსა და აზოვს მოიცავს.

აფხაზეთის დე ფაქტო რკინიგზის ცნობით, წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში რკინიგზით 400 000-ზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რომელთაგან 40%-მა, ანუ 159 564-მა მგზავრმა „დიოსკურიის“ მატარებლით იმგზავრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გორში პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
  • ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
  • როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა “ეფ-ეს-ბემ”?!

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge