Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის სექტემბრის თვის შედეგებს აქვეყნებს

October 8, 2026
საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის სექტემბრის თვის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის სექტემბრის თვის შედეგებს აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის პირველი ცხრა თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

„2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში პორტფელების შემოსავლიანობა შემდეგი იყო:

დინამიკური პორტფელი: 8.87% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 4.01%)

დაბალანსებული პორტფელი: 8.75% (რეალური: 3.90%)

კონსერვატიული პორტფელი: 8.46% (რეალური: 3.61%)

რაც შეეხება სექტემბრის თვეს, პორტფელების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა, მაშინ როდესაც ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა მოახდინა. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის დაახლოებით 0.28%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა.

შედეგად, სექტემბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0.37%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0.11%-ით და 0.62%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეზღუდა.

შექმნის თარიღიდან დინამიკური პორტფელის გაწლიურებულმა შემოსავლიანობამ 13.72% შეადგინა (რეალური გაწლიურებული შემოსავლიანობა: 9.43%), დაბალანსებულისა და კონსერვატიულის კი, შესაბამისად, 12.77% (რეალური: 8.52%) და 10.26% (რეალური: 4.40%).

სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
  • როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა “ეფ-ეს-ბემ”?!
  • “ნარინჯისფერი ჭირი“ – ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის შეურაცხმყოფელი ქანდაკება აღმართეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge