Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლიტიკა მკვდარია, ამ დროს გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა და ამაზე ბრძნულ მოსაზრებებს ის ხალხი აფრქვევს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ივანიშვილი კობახიძის და მდინარაძის ტყვეობაშიაო – სასაცილოა!- ლევან სანიკიძე

October 8, 2026
პოლიტიკა მკვდარია, ამ დროს გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა და ამაზე ბრძნულ მოსაზრებებს ის ხალხი აფრქვევს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ივანიშვილი კობახიძის და მდინარაძის ტყვეობაშიაო – სასაცილოა!- ლევან სანიკიძე

დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია… ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა, ოღონდ ამაზე ბრძნულ მოსაზრებებს ზუსტად ის ხალხი აფრქვევს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ივანიშვილი კობახიძის და მდინარაძის ტყვეობაშიაო. სასაცილოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე „ფეისბუქზე“ წერს.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „სინამდვილეში, დღეს ივანიშვილს ჰყავს საკუთარი ტექნიკური მთავრობა“.

„დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია. პოლიტიკოსის „პროფესია“ კლასიკური ფორმით აღარ არსებობს. სად უნდა მოსინჯო შენი შესაძლებლობა, სად უნდა შეამოწმო შენი მხარდაჭერა?

არც არჩევნებია, არც პარლამენტი, არც საკრებულო – ეს შესაძლებლობები 2012-2024 წლამდე არსებობდა, ახლა ესეც აღარაა. რჩება მხოლოდ ქუჩის ტრიბუნა, სადაც, თუკი ვინმე იღებს ინიციატივას, იმას მაშინვე იჭერენ. მედიასაც ბოლომდე გუდავენ, პარტიებს აუქმებენ.

ამ ჩაკეტილი წრიდან გარღვევას ის პოლიტიკოსი გააკეთებს, რომელიც – ჯერ დაამარცხებს პროპაგანდას, მოიპოვებს საზოგადოების ტოტალურ ნდობას და შეძლებს ნორმალური ადამიანების კონსოლიდაციას. სათქმელად მარტივია, შესასრულებლად ურთულესი.

და ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა. ოღონდ ამაზე ბრძნულ მოსაზრებებს ზუსტად ის ხალხი აფრქვევს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ივანიშვილი კობახიძის და მდინარაძის ტყვეობაშიაო.

მოკლედ, სასაცილოა.

სინამდვილეში, დღეს ივანიშვილს ჰყავს საკუთარი ტექნიკური მთავრობა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკოსების სამჭედლო არასდროს ყოფილა, მაგრამ დღეს მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის სახელი და გვარი მამალმა „ქოცებმაც“ აღარ იციან.

მიზეზი მარტივია: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი „ქოციც“ კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად. მაფიოზური მართველობა ახალ ეტაპზე გადავიდა“, – წერს ლევან სანიკიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
  • როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა “ეფ-ეს-ბემ”?!
  • “ნარინჯისფერი ჭირი“ – ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის შეურაცხმყოფელი ქანდაკება აღმართეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge