Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არის ბევრად მძიმე რაღაც, რაც არ არის გაჟღერებული და საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს – სერგეი ყანჩელის ადვოკატი

October 8, 2026
არის ბევრად მძიმე რაღაც, რაც არ არის გაჟღერებული და საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს – სერგეი ყანჩელის ადვოკატი

სამოქალაქო აქტივისტის, სერგეი ყანჩელის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეუძლია იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებმაც მისი თქმით, მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

უფლებადამცველის თქმით, არის ისეთი გარემოებაც, რომელზეც ჯერ ყანჩელს არ უსაუბრია, რადგან მისთვის მძიმეა იმ დღის გახსენება და საზოგადოებისთვის ყველა დეტალის მიწოდება, თუმცა, ის მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს.

“პირველ ჯერზე ერთ-ერთი პოლიციელის მიერ მოხდა მისი გაშიშვლება, სრულად, და აიძულეს სერგეი, რომ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, შიშველი ჩაცუცქულ მდგომარეობაში ყოფილიყო. ჩვენ ვითხოვთ, გამოძიება დაწყებულ იქნას 144-ე ტერცია მუხლის საფიძველზე, რაც არის დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისი დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე ვითხოვთ, სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გამოძიების დაწყებას, რაც არის სქესობრივი დანაშაული. პირველი დაკავშირება მოხდა სერგეი ყანჩელის ოჯახის წევრთან, მამას ესაუბრა ჩემი ინფორმაციით გამომძიებელი, ამის შემდგომ უნდა მოხდეს უშუალოდ ჩემთან დაკავშირება. საგამოძიებო ორგანოს გუშინვე მივმართეთ განცხადებით, სადაც დეტალურადაა გადმოცემული ის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც ახლაც ვსაუბრობ და რაც პირობითად აქამდეც არ არის გაჟღერებული მათ შორის, ჩემი აზრით, ბევრად მძიმე რაღაც არის, ისეთი, რაც დღესაც არ არის გაჟღერებული და საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს. ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი ამას არ უნდა აკეთებდეს, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა გააკეთა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, სერგეის თხოვნით, ჯერ არ გვსურს გაჟღერება. ის მზად არის მისცეს ჩვენება. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, გამოძიების დაწყებას უმალვე მოყვეს ამ დამნაშავე პირების პირველ რიგში იდენტიფიცირება, შემდგომ უკვე დაკავება” – ამბობს გიორგი ჩხეიძე.

სამოქალაქო აქტივისტი, სერგი ყანჩელი მასზე სავარაუდო ძალადობაზე საუბრობს. აქტივისტის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩელი თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დავითაძემ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებაზე კატეგორიული უარი განაცხადა – ადვოკატი
  • შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს- არჩილ გორდულაძე პაატა ბურჭულაძის წერილზე
  • საქართველო ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი- გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge