ვარკეთილში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
