დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრის პოსტზე – ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ნაკლებად შესაძალებელია, რადგან “ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის ყველაზე კომფორტული ის როლია, რომელშიც წლებია იმყოფება.
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, რომ ივანიშვილს საჯარო პოლიტიკური ინტერესი არასდროს გააჩნდა და მისი მიზანი მხოლოდ საქართველოს დაპატრონება და რუსეთისთვის ჩაბარება იყო.
“მე არ მოველი პირადად, რომ ივანიშვილი იქნება დაინტერესებული საჯარო პოლიტიკაში ჩართვით, რადგან მას საჯარო პოლიტიკური ინტერესი არასდროს გააჩნდა, პირიქით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო, დაპატრონებულიყო ამ ქვეყანას და ჩაებარებინა რუსეთისთვის, ისე რომ თვითონ არ შეწუხებულიყო და სახლიდან გამოსვლა არ დასჭირვებოდა, რაც მან უზადო წარმატებით მოახერხა ამ უნიჭო ფულის ხამი მონების, აღზევებული ბრიყვების გამეფებით. ჩემი აზრით, ივანიშვილი კობახიძეს გამოიყენებს ბოლომდე, ყველა იმ ბინძური საქმის გასაკეთებლად , რაც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული და შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა წინამორბედს, მასაც ძალიან მალე მოისვრის პოლიტიკურ სანაგვეზე”, – ამბობს გრიგოლ გეგელია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით კი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, „ქართული ოცნების“ რიგებში გამოხატულ კრიზისს.
როგორც ის ამბობს, ივანიშვილის მიზანია “ყველა ჩამოიცილოს და ერთპიროვნულად ნებისმიერი მათი ლოიალური მსახურიც მოისროლოს. “
“მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ყველა ჩამოიცილოს და ერთპიროვნულად ნებისმიერი მათი ლოიალური მსახურიც მოისროლოს. ივანიშვილი ამას ფიქრობს და ყველა უნდა დაფიქრდეს ამაზე. კობახიძეს არაფერი გამოუვა, რაც არ უნდა ეცადოს, რომ რაღაცნაირად დიდხანს შეინარჩუნოს გავლენები, რადგან მას პრაქტიკულად ყველანაირი გავლენა დაკარგული აქვს. მთელი ძალოვანი სტრუქტურები ჩამოციებული აქვს, კონტროლი აღარ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ არის რაღაცნაირად სპიკერი და ჰგონია, რომ პრემიერ მინისტრია და საუბრობს მდაბიური ლექსიკით, ამიტომ, ეს არის კრიზისი გამოხატული მათ რიგებში” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
