Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის – SJC

October 7, 2026
ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის – SJC

„ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით შეტანილ მესამე სარჩელს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სამართლებრივად აფასებს: “ეს ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის”- წერს SJC.

ორგანიზაციის განმარტებით, პარტიების აკრძალვის უკიდურესი ზომა ინდივიდუალურ და მყარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის არგუმენტაცია პოლიტიკურ შეფასებებსა და პრობლემურ განზოგადებებზეა აგებული.

„2026 წლის 24 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებმა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ რიგით მესამე კონსტიტუციური სარჩელი შეიტანეს. სარჩელით მოთხოვნილია 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვა და მათი რეგისტრაციის გაუქმება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ პროცესს სამართლებრივად აფასებს და აანალიზებს, რამდენად შეესაბამება პარტიების აკრძალვის მოთხოვნები საქართველოს კონსტიტუციურ სტანდარტებს.

დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური მექანიზმი დემოკრატიის დაცვის უკიდურესი საშუალებაა და მისი გამოყენება მხოლოდ დემოკრატიული მმართველობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, მკაფიო, კონკრეტული და მტკიცებულებებით გამყარებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამართლდეს;

„ქართული ოცნების“ მიერ უკანასკნელ 1 წელიწადში საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელების ანალიზი აჩვენებს, რომ მათი დასაბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შეფასებას და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის ერთმანეთთან თანამშრომლობის, ბოიკოტის, არჩევნების შედეგების არაღიარებისა და საერთაშორისო სანქციების მოთხოვნის ისეთ ქმედებებს, რომელთა კონსტიტუციით განსაზღვრულ აკრძალვის საფუძვლებთან დაკავშირება მნიშვნელოვნად პრობლემურია;

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის ერთიან ანტიკონსტიტუციურ პროექტად წარმოდგენა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ თითოეული მათგანის მიმართ კონკრეტული ქმედების, მიზნისა და რეალური საფრთხის არსებობა, ასევე ამ საფრთხეების საპირწონედ მათი აკრძალვის პროპორციულობა, დამოუკიდებლად უნდა დადგინდეს;

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პერსპექტივა ვერ განიხილება იმ პოლიტიკური და ინსტიტუციური კონტექსტისგან განცალკევებით, რომელშიც მათი ინიცირება ხდება;

როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის სივრცე მუდმივად ვიწროვდება, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მზარდი ზეწოლის პირობებში მოქმედებენ, ხოლო ადამიანის უფლებებით დაცული სივრცე სწრაფად და დრამატულად მცირდება, ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციირება ქმნის რეალურ რისკს, რომ დემოკრატიის დაცვისთვის შექმნილი მექანიზმი „ქართული ოცნების“ ხელში სწორედ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის საბოლოოდ გაქრობის დასკვნით ინსტრუმენტად იქცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ საქართველოშია – როდის მიიღებენ პაციენტები წამალს და რა ხდება კიდევ ერთ პრეპარატ “ვამოროლონის“ შეძენაზე
  • პროტესტი დიდ ლილოში – 216-ე და 217-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
  • სარჩელი პარტიების ასაკრძალად – ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” პასუხობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge