პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლად გაეცნო და თითქოსდა, ავიაკომპანიის ბილეთების შესაძენად და სასტუმროების ჯავშნისთვის, მის ანგარიშზე თანხა ჩაარიცხინა, რაც სრულად მიისაკუთრა. ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულებს დიდი ოდენობით, 40 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგათ”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
