Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თითოეული პირი, რომელიც 4 ოქტომბრის პროვოკაციას წამოეგო, არის უბრალო მოქალაქე, არა პოლიტიკოსი, მათ ციხე უნდა დატოვონ, კორუმპირებულ ოპოზიციას პასუხისმგებლობის აღება მოუწევს- გიორგი ჭანტურია

October 6, 2026
თითოეული პირი, რომელიც 4 ოქტომბრის პროვოკაციას წამოეგო, არის უბრალო მოქალაქე, არა პოლიტიკოსი, მათ ციხე უნდა დატოვონ, კორუმპირებულ ოპოზიციას პასუხისმგებლობის აღება მოუწევს- გიორგი ჭანტურია

ჩვენი პარტია არის ერთადერთი, რომელიც ამბობდა და აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ 4 ოქტომბერი იყო „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი სცენარი, რომელსაც შეასრულებდნენ ეს უპასუხისმგებლო, სულელი ე.წ. ოპოზიციონერები, ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ თავისუფალი მოქალაქეები არიან და შეცდომაში შეიყვანეს, უნდა გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის საქმეში მონაწილე პოლიტიკოსებმა „ქართული ოცნება“ კი არ დაამარცხეს, ხელი შეუწყეს მისი ძალაუფლების გახანგრძლივებას.

„მათ დაამარცხეს პოლიტიკა ქვეყანაში, ოპოზიციური სპექტრი და რაც ყველაზე დასანანია, სახალხო პროტესტი. 4 ოქტომბრის შემდეგ პროტესტი ამ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს და ეს ამ ადამიანებმა მოიტანეს. არანაირი სენსიტიური დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ არ გაგვაჩნია, რადგან დარწმუნებული ვართ, ეს ადამიანები არიან კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი, რისი ნაწილიც ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. ვიდრე რამეს მოინანიებენ, კეთილი ინებონ და საჯაროდ განაცხადონ, შეცდომაში შეგვიყვანეს და ვიღაცებმა გადაგვაგდესო, ვისთან ჰქონდათ ზოდელავას, ბურჭულაძეს, კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ რიგებიდან. საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, რომ კორუმპირებული ოპოზიციის ხელში ძალინ რთულია დაამარცხო „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება“ არის ის, ვინც მართავს კორუმპირებულ ოპოზიციას. ერთიც მოსაშორებელია და მეორეც. დღეის მოცემულობით ძალიან კარგად ხვდება ყველა, რომ 4 ოქტომბერი იყო სპეცოპერაცია, რომელიც დაიგეგმა „ქართული ოცნების“ ოფისში და შეასრულეს ვიღაც უპასუხისმგებლო, კორუმპირებულმა ოპოზიციონერებმა. მე ამ ადამიანებს მოვუწოდებ, თუ ამ თემაზე საუბარი სურთ, პირველ რიგში, თქვან ვინ არიან „ქართული ოცნების“ რიგებიდან ის ადამიანები, ვისთანაც კომუნიკაცია ჰქონდათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ოპოზიციამ პროვოკაციულად იმოქმედა თავისუფალ მოქალაქეებზე „ქართული ოცნების“ დახმარებით და საბოლოო ჯამში უდანაშაულო ადამიანები აღმოჩნდნენ ციხეში. 4 ოქტომბერი არც მანამდე იყო სწორი ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან და არც ამ გადმოსახედიდან არის სწორი. კორუმპირებული ოპოზიციის დახმარებით, სახალხო პროტესტი თითქმის მკვდარია ქვეყანაში. 4 ოქტომბრის შემდეგ ამოქმედდა თითქმის ყველა დრაკონული კანონი. თითოეული ადამიანი, რომელიც ამ პროვოკაციას წამოეგო, არის უბრალო მოქალაქე, არა პოლიტიკოსი, რომელიც დააჯერეს რაღაც სიგიჟეებში. ეს ადამიანები არიან მსხვერპლი 4 ოქტომბრის და უნდა იღონონ ყველაფერი, რომ ციხე დატოვონ. კორუმპირებულ ოპოზიციას საკუთარი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს“, – განაცხადა ჭანტურიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • “უშვილობის მიზეზი შესაძლოა თავის ტვინშიც იმალებოდეს” – უახლესი სამედიცინო კვლევა, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის აქამდე უცნობ მიმართულებას აჩვენებს
  • ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს – ელჩი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge