Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როცა არ არის დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა და სასამართლო, გამართლებულად მიმაჩნია ადამიანებმა ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელიც არათუ „ოცნების“ კეთილი ნება, არამედ საქართველოს პატრიარქისა ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობაა”- რას ამბობს ლაშა ფარულავა საპროცესო შეთანხმებებზე

October 6, 2026
“როცა არ არის დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა და სასამართლო, გამართლებულად მიმაჩნია ადამიანებმა ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელიც არათუ „ოცნების“ კეთილი ნება, არამედ საქართველოს პატრიარქისა ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობაა”- რას ამბობს  ლაშა ფარულავა საპროცესო შეთანხმებებზე

გამართლებულად მიმაჩნია ადამიანებმა ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რომელიც არა „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ საქართველოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობაა, რომლითაც ყველამ უნდა ისარგებლოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების: მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძისა და გური ჟვანიას მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის აქცია იყო მშვიდობიან და ის ფაქტი, თუ ვინ ისარგებლებს საპროცესო შეთანხმებით მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.

„4 ოქტომბრის აქცია იყო მშვიდობიანი. რაც შეეხება იმას თუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ინდივიდუალური საკითხია. როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობს, რაზეც თავად ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი იყო ორჯერ და ერთხელ თავდაცვის მინისტრი. როდესაც არ არის დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა და სასამართლო, ამ შემთხვევაში გამართლებულად მიმაჩნია ადამიანებმა ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რომელიც არათუ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ საქართველოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობაა, რომლითაც უნდა ისარგებლოს ყველამ. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდა, ნულოვანი თანაგრძნობის პარადიგმა, რომელზედაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა ყველას გახსოვს, ეს შესაძლებლობა საპატრიარქოს ჩართულობით, პირადად შიო III – ის ჩართულობით შეიქმნა. მე არ შევალ ურთიერთბრალდებების საკითხში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მადლობა პატრიარქ შიო მესამეს“, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “თუკი ისინი გადაწყვეტენ შემდგომ პოლიტიკურ აქტივობას, ჰკითხავს ხალხი, რომ ეს როგორ იყო, რატომ იყო და ან აპატიებს ან არ აპატიებს” – სევდია უგრეხელიძე ზოდელავასა და ბერიძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge