Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უკეთესია, რომ უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა არის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეები ვნახოთ- შალვა პაპუაშვილი

October 6, 2026
გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უკეთესია, რომ უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა არის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეები ვნახოთ- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს.

პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ტანზანიაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, წელს ორგანიზაციას ნაურუ შეუერთდა, რომლის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ქართული დელეგაცია შეხვედრას გეგმავს.

პაპუაშვილის განმარტებით, ნაურუმ ცოტა ხნის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა.

“შესაძლებლობა მექნება, რომ ასამბლეის ფარგლებში ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ასევე ორმხრივი შეხვედრები იქნება ევროპის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან. ეს ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პარლამენტების გაერთიანებას წარმოადგენს.

ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასამბლეა იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკის აქტიური წარმოება მომხდარიყო. წელს ასამბლეაზე გაწევრიანდა ნაურუ. შესაძლებლობა გვექნება, რომ ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთანაც შევხვდეთ. იცით, რომ ცოტა ხნის წინ ნაურუმ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. მას ამ ასამბლეის წევრობისთვის, შესაბამისად, გზა გაეხსნა და შესაძლებლობა გვექნება, რომ ორმხრივ ფორმატშიც ვისაუბროთ და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართოთ.

გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უკეთესია, რომ უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს. საქართველოს საელჩოებითაც ყველა ქვეყანას ვერ ფარავს. შესაბამისად, ეს კონფერენცია არის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეები ვნახოთ, მათთან ურთიერთობა გვქონდეს და ამ მხრივ ის პრობლემატიკა გავავრცელოთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლებრივ არენაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “თუკი ისინი გადაწყვეტენ შემდგომ პოლიტიკურ აქტივობას, ჰკითხავს ხალხი, რომ ეს როგორ იყო, რატომ იყო და ან აპატიებს ან არ აპატიებს” – სევდია უგრეხელიძე ზოდელავასა და ბერიძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge