Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯანმოსთვის ეს საგანგაშო ფაქტია, არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როცა ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა- ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე

October 6, 2026
ჯანმოსთვის ეს საგანგაშო ფაქტია, არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როცა ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა- ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, რუსეთის მხრიდან არ მოხდება ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, კონკრეტული შემთხვევა ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“.

„ზოგადად, შავი ჭირი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომლის გავრცელებაც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, რეალურად, გლობალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა.

რუსეთის მხრიდან ოფიციალური განმარტება არ ყოფილა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ეს შემთხვევა ლაბორატორიის ერთ-ერთ თანამშრომელს შეემთხვა იმის გამო, რომ მუშაობდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სადაც შავი ჭირის ბაქტერია იყო შენახული და მასზე გარკვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა. სინჯარის გატეხვამ გამოიწვია მისი ინფიცირება, მან ეს ფაქტი დამალა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ყველაფრის უკან შავი ჭირი იდგა. მასთან კონტაქტში მყოფი 200 პირი უკვე გამოვლინდა და ყველა მათგანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როდესაც, თუნდაც ერთ ნაწილში, ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს შემთხვევა კონტროლის ქვეშ იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“.

რაც შეეხება ქვეყნის მიერ მიღებულ ღონისძიებებს, ეს მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, საიდანაც საქართველოსთან ინტენსიური მიმოსვლა არ არის. თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, აქ შემოაღწიონ, თუმცა ამის ალბათობა მცირეა.

რთული სათქმელია, თუ რამდენად სწორად გავრცელდება სტატისტიკა და ინფორმაცია რუსეთის მხრიდან, თუმცა ამ დაავადების რეალური აფეთქების დამალვა შეუძლებელია, რადგან ის მძიმე და სერიოზულია. არ მგონია, ეს საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება, ისე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვალყურს უნდა ადევნებდეს და ადევნებს კიდეც მიმდინარე პროცესებს.

ფაქტია, რომ ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ის სტრუქტურა, რომელსაც აქვს ბერკეტი, რათა სიტუაცია აკონტროლოს და მართოს.

ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, ასეთი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ ყოფილა. ის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და გასაკვირი არ არის, რომ დღეისთვის ინფორმაციის სიმწირეა. დაველოდოთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს შემთხვევა ცნობილია და განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, ამ თვალსაზრისით არ მოხდება რუსეთის მხრიდან ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოს ციხეებში არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა არის პრაქტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, უბრალოდ ძალიან ცოტა ბედავს, რომ ამაზე ხმამაღლა ისაუბროს”- რას ამბობს გიგა ლემონჯავა
  • ადამიანები როდესაც ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი- არჩილ გორდულაძე
  • ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge