რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია “სმარტ სოლუშენსი” მერიამ მეთერთმეტედ დააჯარიმა.
ამჯერად კომპანია „სმარტ სოლუშენს“ ფულადი ჯარიმა წინა შემთხვევების მსგავსად – სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შესრულების ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჯარიმის წერილიდან ირკვევა, ფულადი სანქციის ოდენობა კვლავ 1 583 ლარია. აღნიშნულ საჯარიმო წერილში განმარტებულია, რომ 2026 წლის 27 სექტემბერს (06:33 საათზე) განხორციელებული ინსპექტირების დროს, ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე არსებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.
