მარნეული-თბილისის გზაზე, მარაბდის მონაკვეთზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
