გიორგი დავითაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. იურისტის თქმით, ამ ფორმით აპროტესტებენ მსჯავრდებულები გიორგი დავითაძის წინაღმდეგ განხრციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებას.
36 წლის გიორგი დავითაძემ გუშინ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა.
კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა:
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც “პირველებმა” მოიპოვა.
