Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” თუ გვინდა, რომ სკოლაში უსაფრთხო კვება იყოს, აუცილებელია, რომ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს – თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება, უფასო კვება კი არა, საერთოდ კვება ვერ იქნება სკოლებში”- რას ამბობს გიორგი კაკაურიძე

October 5, 2026
” თუ გვინდა, რომ სკოლაში უსაფრთხო კვება იყოს, აუცილებელია, რომ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს – თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება, უფასო კვება კი არა, საერთოდ კვება ვერ იქნება სკოლებში”- რას ამბობს გიორგი კაკაურიძე

როდესაც სკოლების ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, თუ გვინდა, რომ სკოლაში უსაფრთხო კვება იყოს, აუცილებელია, რომ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს – თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება, უფასო კვება კი არა, საერთოდ კვება ვერ იქნება სკოლებში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც პარლამენტის მიერ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივის დახარვეზებას შეეხებოდა.

კაკაურიძის თქმით, დანგრეულ სკოლაში სამზარეულო ვერ აშენდება და ამიტომ ჯერ სკოლა უნდა იყოს მოწესრიგებული.

„კონკრეტული კანონპროექტი არ მინახავს და, შესაბამისად, ვერ გეტყვით, რატომ იღებენ ან არ იღებენ მას. ზოგადად კი, როდესაც სკოლების ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, თუ გვინდა, რომ სკოლაში უსაფრთხო კვება იყოს, აუცილებელია, რომ პირველ რიგში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. ამის შემდეგ უკვე ის ადგილი, სადაც ბავშვმა საკვები უნდა მიიღოს, სრულად გამართული უნდა იყოს.

400 მილიონი ლარია გათვალისწინებული მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურაზე. თუ კომპანიების მხრიდან იქნება მეტი თანხის ათვისების შესაძლებლობა, აბსოლუტურ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი დაფინანსება გამოიყოს.

თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება, უფასო კვება კი არა, საერთოდ კვება ვერ იქნება სკოლებში. [ინფრასტრუქტურა იმიტომ არ არის] რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობას წლები სჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. დანგრეულ სკოლაში სამზარეულოს ვერ ააშენებთ. ამიტომ ჯერ სკოლა უნდა იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კითხვაზე, ფორმების შესყიდვის ნაცვლად, ხომ არ სჯობდა სასკოლო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო, კაკაურიძემ უპასუხა, რომ ფორმების ყიდვას შესყიდვა სჭირდება, ხოლო ინფრასტრუქტურის აშენებას – წლები.

„ფორმების ყიდვას შესყიდვა სჭირდება, ხოლო ინფრასტრუქტურის აშენებას – წლები. რეაბილიტაციაა საჭირო. კვებისთვის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა სკოლებში არ არის. მაგ შემთხვევაში კითხვები მე კი არ უნდა დამისვათ, არამედ შესაბამის სამინისტროს ჰკითხოთ, რომელი სკოლაა ამისთვის მზად. ის გიპასუხებთ, რამდენ სკოლაშია ეს შესაძლებელი“, – განმარტა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაახარვეზა და საინიციატივო ჯგუფს კვლავ უკან დაუბრუნა.

სკოლებში უფასო კვების შემოღებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით არის წარდგენილი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზეც გავიდა, თუმცა განსახილველად შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტისთვის გადაცემის ნაცვლად, ინიციატორებს უკან – საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე დაუბრუნდათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ბრალდებული ქალი გირაოთი გაათავისუფლეს, 18 კაცი – დააპატიმრეს
  • 4 ოქტომბრის საქმე – ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას
  • “სამართლიანობის ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ პენსიის 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, იყოს, თუმცა პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია კანონმდებლობაზე დაყრდნობით”- რას ამბობს გიორგი კაკაურიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge