№6 ციხის დირექტორი და ის ბადრაგები, რომლებსაც პატიმარი გიორგი დავითაძე სექსუალურ ზალადობაში ადანაშაულებს თანამდებობაზე რჩებიან.
როგორც იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ “ტვ პირველებს” განუცხადა, საქმეზე მომდინარეობს გამოძიება და თუ ვინმეს პასუხისამგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს.
“ტვ პირველებმა” ასევე დასვა კითხვა ხმოვან ჩანაწერთან დაკავშირებითაც, რომლის გასაჯაროვებასაც პატიმრის ოჯახი ითხოვს.
სხვა ჩანაწერებიც აქვს პროკურატურას, რომელი იძიებს საქმეს და როდესაც გვექნება შედეგი მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ იმაზე გამოიკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა. თუ ვინმეს პასუხისამგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს.
ჩვენ რაც საჭირო იყო გაგვესაჯაროებინა, ჩვენი მოსაზრებით, და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება გავასაჯაროეთ, დანარჩენზე დაველოდოთ გამოძიებას.
პენიტენციურ დაწესებულებში სიტაუაციის დაძაბვის, ესკალაციის, დეზორგანიზაციის, დაუმორჩილებლობის, ეს არის დაუშვებელი, სახელმწიფო ამაზე კანონით გათვალისწინებულ მკაცრ რეაგირებას მოახდენს.
ამიტომ ყველას მოვუწოდებ გარეთაც და შიგნითაც, თავი შეიკავონ ისეთი ნაბჯებსი გადაგმისგან, რომელიც გამოიწვევს რაიმე სახის პროვოკაციას, იმიტომ, რომ შედეგები შეიძლება იყოს მძიმე”- თქვა მან.
36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა:
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც “ტვ პირველებმა” მოიპოვა.
