Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩორჩანას საგუშაგომ დადო შედეგი, რომ ჩვენ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დავკარგეთ”- რას ამბობს ნანა კაკაბაძე

October 5, 2026
“ჩორჩანას საგუშაგომ დადო შედეგი, რომ ჩვენ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დავკარგეთ”- რას ამბობს  ნანა კაკაბაძე

ჩორჩანას საგუშაგომ დადო შედეგი, რომ ჩვენ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დავკარგეთ, – ეს განცხადება დღეს მედიასთან „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ გააკეთა, რომელმაც ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე სასამართლოს ჩვენება მისცა.

როგორც კაკაბაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, როცა „ნეიტრალურმა საქართველომ“ საბოტაჟთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა, მათ განაცხადში ჩორჩანას საგუშაგო ნახსენები არ იყო და ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ. კაკაბაძის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოს თემაზე ინფორმაცია თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისიის ჩამოყალიბების შემდეგ მიიღეს, ხოლო კომისიის შექმნამდე ერთი თვით ადრე გახმაურდა, რომ საგუშაგოს გახსნას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეულობით ჰექტარ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგა მოჰყვა.

„სასამართლო პროცესი იმ პოლიტიკური რეალობის ასახვა იყო, რაც დღეს ქვეყანაშია. ადვოკატების კითხვებში იყო არა ინტერესი იმისა, რომ საგუშაგოს არსებობამ ის შედეგი გამოიწვია რა შედეგიც დადგა – რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამხელა ტერიტორიაზე დაკარგა კონტროლი, არამედ მათი ინტერესი იყო ის, რომ გიორგი გახარია არაფერ შუაში იყო. ადვოკატმა იკითხა, თუ რატომ გამიჩნდა ეს ეჭვი. მე მას ვუთხარი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ხელისუფლებას მოუწია დაეთმო ტერიტორიები საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, როდესაც ეს „ქართულ ოცნებაში“ არც ომით და არც ომის გარეშე მომხდარი არ იყო, უცბად საგუშაგო გაჩნდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილზე კონტროლი დაგვაკარგვინა. დავინტერესდი ეს იყო გიორგი გახარიას შეცდომა თუ იყო გარედან ნაკარნახევი. ადვოკატებს პირდაპირ ვუთხარი, რომ პრობლემაა რომ მათნაირი პოლიტიკოსები არიან მოსული პოლიტიკაში, რომელთაც ის კი არ აინტერესებთ, რა შედეგი დააყენა ამ გადაწყვეტილებამ, არამედ როგორც ნაძვის ხეზე სათამაშო ასე ჩამოეკიდებიან კულტებს და მნიშვნელოვანია ვიღაც პიროვნება და არა ის, რა შედეგიც დაიდო“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პაატა სალია ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს
  • ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზე- მიხეილ სააკაშვილი
  • “ბევრი ითმინა ზურაბ ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა”- რას ამბობს ნინო წილოსანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge