Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გავიდა ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ არ შეიძლება ძალადობა და რევოლუციის მოწყობა – ლევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

October 5, 2026
“დღემდე არ მიგვიღია პასუხი, რატომ გადადგა გიორგი გახარია – რა თქმა უნდა, გადადგა გარე ძალების დავალებით!”- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე, ერთი წლის შემდეგაც, ევრობიუროკრატების მხრიდან არანაირი რეაგირება და გამოხმაურება არ ყოფილა.

“ეს იყო მორიგი რევოლუციური მცდელობა, რომელიც ანონსდებოდა რამდენიმე თვით ადრე და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირმა სოლიდარობა აღუთქვა და ირიბად წაახალისა ქართველი მოძალადეები იმისთვის, რომ რევოლუცია მოეწყოთ საქართველოში. გავიდა უკვე ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ მინიმუმ ის თქვან, რომ არ შეიძლება ძალადობა და არ შეიძლება რევოლუციის მოწყობა. იმაზე არც არის საუბარი კიდევ, რომ ბოდიში მოიხადონ იმაზე, რომ თვითონ წაახალისეს ეს ყველაფერი, ხომ? – შესაბამისად, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რომ ეს ძალები არიან დაკავშირებული მთლიანად ექსტრემიზმთან და რადიკალიზმთან და მათ უნდა გამოიტანონ მინიმუმ ის დასკვნა (რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი), რომ ასე პოლიტიკური დღის წესრიგის გაგრძელება არ შეიძლება,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

2025 წლის 4 ოქტომბრიდან ერთი წელი გავიდა. ძალადობრივ მოვლენებს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ იხსენებს და აცხადებს, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ. ამ თემაზე გუშინ ვრცელი წერილი და ვიდეომასალა გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, “საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი არჩევნებით და არა შტურმით, რაც ოთხმა ოქტომბერმა დაადასტურა”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაუპატიურებაში დადანაშაულებული ბადრაგები თანამდებობაზე რჩებიან
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
  • „პროკურატურას ერთი თვის წინ მივმართე და პასუხი არ მიმიღია“ – ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge