Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ევროკავშირში სულ უფრო მყარდება აზრი, რომ „ქართული ოცნება“ გამოწვევას უქმნის საქართველოში დემოკრატიას და შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას”- რას ამბობს სალომე სამადაშვილი

October 5, 2026
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი, „ამ რეჟიმის პირობებშიც კი, წარმოუდგენელი უკანონობა და სისასტიკეა“

ჩვენ ვხედავთ, ევროკავშირში სულ უფრო მყარდება აზრი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით გამოწვევას უქმნის საქართველოში დემოკრატიას და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროკავშირისადმი ALDE-ს მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი მიმართვა განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი გადამწყვეტი მსჯელობის წინ, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ ძალაში რომელიც დღეს განსაზღვრავს ევროპულ პოლიტიკას, სულ უფრო მყარდება აზრი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით გამოწვევას უქმნის საქართველოში დემოკრატიას და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამიტომ, ასეთი გადამწყვეტი მსჯელობის წინ, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით, ALDE-ს მიმართვა, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ALDE-ს პარტიის წარმომადგენლები არიან და აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ხანია მსგავსი მსჯელობა არ ყოფილა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ – ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი. ALDE-ს პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოიტიენი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს შესაბამისი წერილით მიმართავენ.

„გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) იძულებითი გადაწყვეტილების გამო, რომ თბილისში თავისი ოფისი დახუროს, რომელმაც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. FNF იძულებული გახდა, საქართველოში მისი საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოვიდოდა. აღნიშნულ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდი, მისი მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა“, – ნათქვამია წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ALDE-ს ჩვენს მიმართ უამრავი ცოდვა აქვს”- რას ამბობს გია ვოლსკი
  • „გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ – ადვოკატი
  • დიმიტრი მედვედევი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge