გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი, DJ გიორგი დალაქიშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ,
არსებული ინფორმაციით, გიორგი მძიმე სენს ებრძოდა.
“ქუთაისს აღარ ჰყავს გიორგი დალაქიშვილი, ემიგრანტ დედას კი მონატრებული შვილი. ვეღარ ვუშველეთ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში. თამუნამ ჩაუსწრო 11 წლის უნახავ შვილს, ელოდა დედას, იბრძოდა ბოლო დღეები, დედას ჩაეხუტა და ანგელოზებთან გადაინაცვლა.
